- 29/06/2017
- By Guja
- In IBSU გაზეთი
- 269
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა, 3 – 5 ივნისის ჩათვლით საზაფხულო სკოლის ფარგლებში, მე-11 და მე-12 კლასელებს უმასპინძლა. პროგრამა შემეცნებით-პრაქტიკული ხასიათის იყო და სამართლის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ, ლექციები მოესმინათ კომპეტენტური და პრაქტიკოსი იურისტებისაგან ( თამარ ლაკერბაია – ასოცირებული პროფესორი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, ლექცია საოჯახოს სამართალზე)
▪️ 30 იანვარს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტზე არსებული iLab-ისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, GITA-ს თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყება დაიწყება ტრენინგი თემაზე: “IT პროექტების მენეჯმენტი”. ტრენინგს გაუძღვება ჩვენი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის სტუდენტი და კომპიუტერული აკადემია SkillUP-ის სერთიფიცირებული ტრენერი ანა ციცაგი. ▪️ კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ პროექტების დაგეგმვას
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, 5 მაისს გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით – „ნუ დაემონები“ , რომლის ფარგლებშიც საჯარო ლექცია გამართეს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, გადაცემა „ექიმების“ თანაწამყვანმა, კოტე მათითაშვილმა და კონსტიტუციონალისტმა დიმიტრი გეგენავამ. აღნიშნული ღონისძიება, მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის ტერიტორიის ერთი დღით განთავისუფლებას თამბაქოს არასასურველი და მავნე ზეგავლენისაგან. ლექციის ფარგლებში,სტუმრებმა თემა განიხილეს ფართოდ, სამართვებრივ და ჯანდაცვით
სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს აკადემიასა და შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის დაიდო ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება ინტელექტუალური და მატერიალური რესურსების კონსოლიდაციის გზით. თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება , კვლევასა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, ერთობლივი სასწავლო სახელმძღვანელოებისა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტს სტუმრად ეწვია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს წარმომადგენელი – ელჩის მოადგილე ფლორ ნუიტენი. დიპლომატი უნივერსიტეტს ეწვია მედიაციისა და მოლაპარაკებების კურსის ფარგლებში, რომელსაც წარმართავდა ტაბითა ვან დერ ბერგი. ფლორ ნუიტენი პროფესიით იურისტია, თუმცა მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და მედიაციის კუთხით. მან ეს გამოცდილება გაუზიარა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს. წარიმართა დისკუსია