იყო მართალი არ ნიშნავს, რომ სწორ გადაწყვეტილებამდე მიხვალ 19-28 აპრილს ტაბითა ვან დენ ბერგი მოწვეული ლექტორის სტატუსით სტუმრობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს. დაახლოებით ათი წლის წინად ის ცხოვრობდა თბილისში და მუშაობდა პროექტზე, რომელიც დაფინანსებული იყო ევროკომისიის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ის თითქმის ყოველ წელს სტუმრობს ქალაქს მეგობრებისა და ოჯახის წევრების მოსანახულებლად, აღნიშნავს, რომ სასიამოვნო იყო
18 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა ფართომასშტაბიანი კონფერენცია თემაზე “ინსტუტუტები, ინოვაციები და საზოგადოება”, რომელმაც საფუძველი ჩაუდო სოციალური ინსტიტუციონალური პლატფორმის განვითარებას. კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებმა წარმოადგინეს ინოვაციური პროექტები სახელმწიფოს სისტემის რეფორმაციის შესახებ. მონაწილეებმა შემოგვთავაზეს განათლების სისტემის დღევანდელი პრობლემები და მათი მოგვარების გზები, ჯანდაცვაში არსებული გამოწვევების გადაჭრის ვარიანტები, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის და განვითარების სავარაუდო სცენარი. მოწვეულმა სტუმრებმა და
- 23/05/2017
- By Guja
- In IBSU გაზეთი
ibsu-gazeti-510 მაისს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა უმასპინძლა სემინარს “ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება”, რომელსაც ახორციელებს “სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) ევროკავშირის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ახალგაზრდა ამომრჩევლების საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება არჩევნებში მათი ჩართულობის გაზრდისთვის. სემინარის ფარგლებში სტუდენტებს მოუწიათ დიკსუსიაში ჩართვა ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა არჩევნების მნიშვნელობა, ხელისუფლების დანაწილება, არჩევნების სახეები, საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნების დღე-
10 მაისს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ინიციატივით გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია თემაზე „თვითმმართველიქალაქებისრაოდენობისშემცირება- ინიციატივისდადებითიდაუარყოფითიმხარეები“. დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა კურსის სტუდენტები და საკითხზე მომუშავე სხვადასხვა ექსპერტები. საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტებმა წარმოადგინეს ერთობლივი პოზიცია აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, მოკლედ მიმოიხილეს მოსალოდნელი ცვლილებების დადებითი და უარყოფითი მხარეები, რის შემდეგაც
2017 წლის 4 და 6 მაისს შესავალი პოლიტიკის მეცნიერებისა და შედარებითი პოლიტიკის სალქეციო კურსის ფარგლებში გაიმართა გაეროს მოდელირების საგაზაფხულო სესია თემაზე “გაეროს სადამკვირვებლო მისიის აღდგენა საქართველოში”. სესიაზე სტუდენტებმა, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების (აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, საფრანგეთი, ჩინეთი) და მოწვეული ქვეყნების დელეგატებმა წარმოადგინეს პოზიციის ფურცლები, გამართეს დებატები. ორ შემთხვევაში დადებითადაც კი გადაწყვიტეს რეზოლუციის