- 27/08/2024
- By მარიკა
- In განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა
- 171
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ სტუდენტების გაცვლის მემორანდუმი გააფორმა საფრანგეთის ბრეტანის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (French International University, UBO). მემორანდუმის ფარგლებში, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამისა და აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები გაემგზავრებიან საფრანგეთის ბრეტანის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სადაც სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. გაცვლის პროცედურები დაიწყება უახლოეს დღეებში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა. საზეიმო ცერემონიაზე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების 500-მდე კურსდამთავრებულს სამახსოვრო სიგელები გადაეცა.
IBSU-ს „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი დალი ოსეფაშვილი DAAD-ს მოკლევადიანი სტიპენდიის ფარგლებში, კვლევითი ვიზიტით 2 თვე გერმანიაში, აიხშტატ–ინგოლშტატის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. გარდა იმისა, რომ IBSU-ს პროფესორს ჰქონდა კვლევით პროექტზე მუშაობისა და გერმანელი კოლეგების გამოცდილების გაზიარების საშუალება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ალგორითმულ პერსონალიზაციასთან დაკავშირებით, ეს მივლინება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ დალი ოსეფაშვილის ინიციატივით, განიხილეს და
კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები“ ღია კარის დღე ჩაატარა. სკოლის დეკანმა, პროფ. მარიამ რაზმაძემ დაინტერესებულ პირებს გააცნო პროგრამის სტრუქტურა და შესაძლებლობები, პროგრამაზე მიღების პირობები, სტიპენდიების შესახებ ინფორმაცია და ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში პირველი სემესტრის სწავლების უპირატესობები. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს IBSU-ში პირველად ამოქმედდა ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამა გერმანიის