16 დეკემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით ევროკავშირის ელჩმა სქართველოში, იანოშ ჰერმანმა გამართა საჯარო ლექცია თემაზე „გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“. აღნიშნული შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო იყო ვიზალიბერალიზაციის პროცესში წინგადადგმული ნაბიჯების ფონზე. ბატონმა იანოშმა ისაუბრა ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა საქართველოში არსებული დაბრკოლებები ევროინტეგრაციის პროცესში და ამ დაბრკოლებების გადალახვის გზები. განხილული იყო სხვადასხვა საკითხები, რომლებიც ჩვენს
9 დეკემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა დოქტორმა ეკატერინე ფიფიამ მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გამართა ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებთან. ქ-ნმა ეკატერინემ პროგრამის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისგან მოისმინა შესაბამისი რეკომენდაციები და რჩევები სწავლების ხარისხის, არსებული პრობლემების და მათი გადაჭრის გზების შესახებ. აღნიშნული შეხვედრების მიზანია არსებული პროგრამების დახვეწა, სტუდენტებზე ორიენტირებული მიდგომების შემუშავება,
2016 წლის 6 დეკემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ სასამართლო პროცესში საერთაშორისო საჯარო სამართალში. პროცესის განმავლობაში სტუდენტებმა იმსჯელეს იმ აქტუალურ თემებზე, რაც ხშირად ხდება განხილვის საგანი საერთაშორისო/ევროპული სამართლის სისტემაში. პროცესი გაგრძელდა 2 საათის განმავლობაში. დაძაბული და საინტერესო დებატების შემდეგ მოსამართლეებმა გამოაცხადეს გადაწყვეტილება. ღონისძიებას უძღვებოდა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი ნიკო ტატულაშვილი. იმიტირებულ პროცესს
8 დეკემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით საჯარო ლექცია გამართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით აფრასიძემ თემაზე „დემოკრატიზაციის პროცესის გამოწვევები საქართველოში“. ბატონმა დავითმა მიმოიხილა დემოკრატიის შესახებ არსებული სხვადასხვა დებატები და საქართველოს მაგალითზე წარმოადგინა დემოკრატიზაციის პროცესების თანმდევი მახასიათებლები. აუდიტორიისთვის საინტერესო აღმოჩნდა ისეთი საკითხები, როგორიცაა დემოკრატიის უარყოფითი მხარეები, ქართული პოლიტიკური ნომენკლატურის მიდგომა დემოკრატიისადმი და დემოკრატიზაციის პროცესის ხელშემწყობი და
8 დეკემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა დოქტორმა ეკატერინე ფიფიამ მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გამართა საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებთან. ქ-ნმა ეკატერინემ პროგრამის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისგან მოისმინა შესაბამისი რეკომენდაციები და რჩევები სწავლების ხარისხის, არსებული პრობლემების და მათი გადაჭრის გზების შესახებ. აღნიშნული შეხვედრების მიზანია არსებული პროგრამების დახვეწა, სტუდენტებზე ორიენტირებული
- 08/05/2017
- By Guja
- In IBSU მედიაში
18 მაისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტში კულტურის მე-4 ფესტივალი გაიმართება.აღსანიშნავია, რომ IBSU-ში 20 სხვადასხვა ქვეყნის 300-მდე სტუდენტი სწავლობს.მათ შორის არიან საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, ნიგერიის, სომხეთის, კამერუნის, ეგვიპტის,საბერძნეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და სხვა მრავალი ქვეყნის წარმომადგენლები. ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეები საკუთარი ქვეყნის ტრადიციულ სამოსს, ღირსშესანიშნაობებს, ფოლკლორსა და კერძებს წარმოადგენენ. კულტურის ფესტივალს 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი