ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებასთან დაკავშირებით სამართლის ფაკულტეტის ადმინისტრაციამ გამართა გაცნობითი შეხვედრა სამართლის ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების ლექტორებთან. სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა და ხარისხის მართვის მენეჯერმა ისაუბრეს სასწავლო პროგრამის შესახებ. შეხვედრის მიზანი იყო სალექციო კურსის ხარისხის გაუმჯობესების გზების დასახვა. შეხვედრაზე განხილულ იქნა სტუდენტთა შეფასების განახლებული სისტემა, ასევე მიმდინარე სემესტრში განსახორციელებელი პროექტები, რაც ხელს შეუწყობს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი აცხადებს შეჯიბრს იმიტირებულ სასამართლო პროცესებში სისხლის, სამოქალაქო და კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ: იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის III, IV კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ სისხლის სამართლის პროცესი, სამოქალაქო სამართლის პროცესი და ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. კონკურსში თითოეული მიმართულების მიხედვით მონაწილეობა შეუძლია ერთი
ბოლონიის პროცესში ჩართვის შედეგად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კარიერული განვითარების ცენტრი, რომელიც სტუდენტებს ხელს უწყობს პროფესიული გამოცდილების მიღებასა და გაღრმავებაში კარიერული განვითარებისთვის შესაბამისი განათლების უზრუნველყოფის გზით. სტაჟირების შესაძლებლობების შექმნა ფაკულტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ვინაიდან სტაჟირება პროგრამების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, ჩვენ ვცდილობთ დავამყაროთ პარტნიორული ურთიერთობები ქვეყნის წამყვან კვლევით ორგანიზაციებთან, სასამართლოებთან, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან. მემორანდუმის
ვისტულას უნივერსიტეტი, ვარშავა, პოლონეთი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება, 2015-2016 აკადემიური წელი
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, როგორც სტუდენტებს, ასევე თანამშრომლებს, აძლევს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას. გაცვლითი პროგრამა ხორციელდება ფაკულტეტის მიერ შზსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისთან თანამშრომლობით, რომელიც პასუხისმგებელია პარტნიორ უნივერსიტეტებთან ურთიერთობის გამყარებაზე. შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე და უპირატესობა ენიჭებათ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს. ფაკულტეტი, შზსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისთან ერთად, წელიწადში ორჯერ გზავნის სტუდენტებს საზღვარგარეთ. საბუთების მიღება ცხადდება როგორც
სააპლიკაციო პროცესი მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ აბსტრაქტი არა უგვიანეს 2019 წლის 18, 24 მარტის 23:55 სთ-ისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Caucasus@ibsu.edu.ge დაგვიანებით მიღებული განაცხადები არ განიხილება! შერჩევის შემთხვევაში, საორგანიზაციო კომისიას უნდა გაუგზავნონ მოხსენების სრული ტექსტი არა უგვიანეს 2019 წლის 29 აპრილის 15:00 სთ-ისა იმავე მისამართზე; დაგვიანებით მიღებული ნაშრომები არ შეფასდება, ხოლო ავტორი არ დაიშვება კონფერენციაზე! საჭიროების შემთხვევაში კონფერენციისთვის მოხსენება პრეზენტაციის სახით – არა უგვიანეს 2019