- 01/06/2016
- By Guja
- In ბიზნესის სკოლა
- 150
- 0
20 მაისს კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ იმ სტუდენტებს, ვისაც ყველაზე მაღალი საშუალო ქულა აქვს. შეხვედრის მიზანი იყო ფაკულტეტზე წლის განმავლობაში ჩატარებული სამეცნიერო, აკადემიური და სოციალური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გაცნობა. აღსანიშნავია ისიც რომ, სტუდენტებს მიეცათ შესაძლობლობა გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები როგორც სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით, ასევე სოციალურ საკითხებზე. ფაკულტეტი მომავალშიც გააგრძელებს მგსავს შეხვედრებს სტუდენტებთან.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტში მე-3 კულტურის საერთაშორისო ფესტივალი იმართება.აღსანიშნავია, რომ IBSU-ში 20 სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტი სწავლობს.ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეები საკუთარი ქვეყნის ტრადიციულ სამოსს, ღირსშესანიშნაობებს, ფოლკლორსა და კერძებს წარმოადგენენ.კულტურის ფესტივალს 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. newsday.ge
18 მაისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის სტუდენტები ტექნოპარკში იმყოფებოდნენ. აღნიშნული ტური ძალიან საინტერესო აღმოჩნდა სტუდენტებისათვის. ისინი გაეცნენ უახლესი ტექნოლოგიების მუშაობის და გამოყენების პრინციპებს.
4 მაისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტები ეწვივნენ კომპანია Singular-ის თბილისის ოფისს. სტუდენტები გაეცნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს კომპანია და როგორ თანამშრომლებს ეძებენ ისინი.
ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Seed of Hope 13,14 და 15 აპრილს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექციებს გამართა, რომელსაც ჰარვარდის, ბრენდის, იელის, ბერკლის, ბოსტონის, კოლუმბიის უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. გთავაზობთ პრეზენტაციებს ტექნიკური სფეროდან: Financial Engineering Machine Learning A DevOps approach to Cloud Based Software Delivery
25 დან 28 აპრილის ჩათვლით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციების ლაბორატორიამ უმასპინძლა DAAD-ის პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგს მეწარმეობაში. პროექტის სახელწოდებაა-უნივერსიტეტისა და ბიზნესის პარტნიორობა, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებაზე დაყრდნობით ყირგიზეთსა და საქართველოში 2015-2018. ტრენინგი ჩატარდა როგორც სტუდენტებისათვის, ისე თანამშრომლებისათვის და მას გერმანელი პროფესორი მარკ ბანასზაკი უძღვებოდა. სტუმარმა სტუდენტებისათვის განკუთვნილ ტრენინგზე ისაუბრა მეწარმეობის არსის, მისი ელემენტების და ბიზნეს