• საჯარო ლექცია შრომის სამართალში

    21 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ესტუმრნენ იტალიელი პროფესორები: ფრანჩესკო ბაჩინი და ანდრეა ბორონი. პროფესორმა ბაჩინიმ გამართა საჯარო ლექცია შრომის სამართალში. პროფესორი ბორონი კი ერთი კვირის განმავლობაში წაიკითხავს მოკლე სალექციო კურსს “შედარებითი საერთაშორისო კომერციული დავების გადაწყვეტაში” შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის და ეკონომიკის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის.

  • სტუდენტების ვიზიტი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში

    ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე 26 ოქტომბერს ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა, სადაც სტუდენტებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ბიუროს კრიმინალისტიკური, ბიოლოგიური და ფსიქიატრიული დეპარტამენტის მუშაობის წესს. სტუდენტებს შეხვდნენ დეპარტამენტის ხელმძღვანელები, რომლებმაც წარმოადგინეს პრეზენტაცია ბიუროს მუშაობისა და გამოცდილების შესახებ, თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე

  • უილიამ ლეჰიუს საჯარო ლექცია

    სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლეჰიუ ეწვია.სტუმარმანატოს სამეკავშირეო მისიისა და ზოგადად ორგანიზაციის მნიშვნელობაზე,ნატო-საქართველოს ურთიერთობასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე საჯარო ლექცია წაიკითხა.სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მაღალი რანგის სტუმრისგან დამატებითი ინფორმაცია მოეპოვებინათ და პრობლემატურ საკითხებზე შეკითხვები დაესვათ მისთვის.

  • შეხვედრა გიორგი მურვანიძესთან და მალხაზ ჩიტაიასთან

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე გიორგი მურვანიძესთან და ბიუროს ექსპერტ მალხაზ ჩიტაიასთან. სტუმრებმა სტუდენტებთან ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მნიშველობასა და ფუნქციებზე ისაუბრეს. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუნდენტებს ექსკლუზიური შესაძლებლობა მიეცემათ სასწავლო პრაქტიკა ლევან სამხარაულის სახელობის

  • საორიენტაციო შეხვედრა

    [wpbgallery id=402]

  • 13 სექტემბერს სამართლის ფაკულტეტზე გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა

    13 სექტემბერს სამართლის ფაკულტეტზე გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა პირველ კურსელთათვის, სადაც ფაკულტეტის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში დაეხმარება სტუდენტებს ეფექტურად წარმართონ სასწავლო პროცესი.

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES