- 05/05/2025
- By მარიამ ღურწკაია
- In IBSU მედიაში
- 4684
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, აფილირებული პროფესორი ირაკლი შამათავა, როგორც სამეცნიერო საბჭოს წევრი, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა. ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. ვრცლად:
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მე-15 საერთაშორისო კვლევით კონფერენციას „განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე“ უმასპინძლა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევრებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. ვრცლად:

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) უმასპინძლა ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ელექტროტექნიკისა და ზეგამტარი ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პაველ სურდაცკის. პოლონელ სტუმარს შეხვდნენ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მენეჯერი, რათა განეხილათ პოტენციური თანამშრომლობის შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის გზები.

გაიცანით IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ანამარია სააკაძე რუბრიკაში #ჩემიუნივერსიტეტი “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც ცოდნასთან ერთად ვიპოვე სითბო, მეგობრობა და გარემო, რომელიც პიროვნულ ზრდაში მეხმარება.IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა მარწმუნებს, რომ სწორი გზა ავირჩიე. აქ გვაქვს შესაძლებლობა საფუძვლიანად შევისწავლოთ ისეთი მნიშვნელოვანი დისციპლინები, როგორებიცაა გეოპოლიტიკა, საერთაშორისო სამართალი, პოლიტიკური იდეოლოგიები და მათი დიდი რეფორმატორები. ეს
