- 332
- 0
IBSU-ს პრორექტორმა ადმინისტრაციის დარგში, გიორგი მახარაშვილმა მინი ფეხბურთის შიდასაუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ტურნირში 15 სტუდენტური გუნდი მონაწილეობდა და გამარჯვება წილად ხვდა გუნდს „ბრგე“, დავით ქუფარაშვილის კაპიტნობით (გუნდის შემადგენლობა: დავით ქუფარაშვილი, დავით გერგედავა, დავით მუსაშვილი, მიშო მიქელაძე, გუკა მამადაშვილი, დავით ვახანია, მიშო წიკლაური, ფაიზ მოჰამედი, ზუკა ყარანაშვილი, ავთანდილ ბერიძე, გიორგი ბულეიშვილი) მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა „მასიპალი“
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მაგდებურგის ოტო ფონ გუერიკეს უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. გერმანიაში მდებარე უნივერსიტეტი, რომელიც ინოვაციებსა და კვლევაზეა ფოკუსირებული, სტუდენტებს სთავაზობს პროგრამებს ინჟინერიის, მედიცინის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებებით.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა MS Excel-ის ტრენინგ-კურსის მეორე ნაკადის მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა. სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს MS Excel პროგრამის საწყისი და მაღალი დონის ფუნქციონალები. ტრენინგზე მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნით, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს შეუძლია MS Excel-ში მონაცემების დამუშავება, დეტალური ანგარიშების გენერირება, სამუშაო ფაილის აგება, ანალიზი, ვიზუალიზაცია და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. ტრენინგს უძღვებოდა ცოტნე შერმადინი, IVH
აუდიტორული კომპანია Moore Abc-ის წარმომადგენლებმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს ზაფხულის სტაჟირების შესაძლებლობები გააცნეს. სტუდენტები შეხვდნენ დამსაქმებელს და გაეცნენ Moore Abc-ის აქტიურ ვაკანსიებს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ალმერიის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ალმერიის უნივერსიტეტი ესპანეთში გამოირჩევა მდგრადი განვითარების, ინოვაციებისა და კვლევის მხარდაჭერით, რომლის ძლიერი მხარეა ბიზნესის, სოციალური მეცნიერების, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებებისა და გარემოსდაცვითი კვლევების მიმართულებები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჰარვარდის ბიზნესქეისების კონკურსი 2025 ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებას და რეალური ბიზნეს აზროვნების წახალისებას. სამრაუნდიანი კონკურსის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა იმუშავეს ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მიერ შემუშავებულ რეალურ ქეისებზე და მულტიდისციპლინური ანალიზის საფუძველზე წარმოადგინეს არგუმენტირებულ და ინოვაციურ სტრატეგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტები აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიურის წინაშე. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მენტორები, წარმატებული პრაქტიკოსი სპეციალისტები,