- 06/06/2024
- By Guja
- In სამეცნიერო სიახლეები, სიახლეები
- 299
- 0
საერთაშორისო სამეცნიერო ბაზა Scopus-ის მიხედვით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოში კერძო უნივერსიტეტებს შორის მეორე ადგილზეა. ბოლო ხუთი წლის ტოპ-15 ყველაზე გავლენიან სტატიებს შორის კი მოხვდა “Macroeconomic Determinants of Household Consumptions in Georgia” და “Determinants of Bilateral Trade Balance Between Georgia and China,” რომლის ავტორები არიან IBSU-ს ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი აზერ დილანჩიევი და თენგიზ თაქთაქიშვილი.
გაიცანით IBSU-ს სტუდენტი ქრისტინა ჩირკოვა, რომელიც გაცვლითი პროგრამით კანარის კუნძულების საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობდა. “გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ჩემთვის მოულოდნელი თავგადასავალი იყო. ვერასდროს ვიოცნებებდი, რომ პირველივე ცდაზე მოვიგებდი გრანტს და მომეცემოდა კანარის კუნძულებზე გამგზავრების შანსი. კონკურსში გამარჯვება ძალიან ამაღელვებელი იყო. ამ შესანიშნავმა მოგზაურობამ შანსი მომცა გავცნობოდი ახალ კულტურას, შეხედულებებსა და ცხოვრების გზებს. შევიძინე საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები,
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებისთვის ბრიტანული საპარლამენტო სტილის დებატები გამართა, რომელშიც თბილისის რვა საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. დებატებში გაიმარჯვა თბილისის 180-ე საჯარო სკოლის გუნდმა, რომელსაც სამართლისა და სახელმწიფო სკოლის დეკანმა, ირაკლი შამათავამ IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები გადასცა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) რექტორი, კახა შენგელია და IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის (IRO) ხელმძღვანელი, ნინო ჩალაბაშვილი დაესწრნენ NAFSA 2024-ს, მასშტაბურ საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია/გამოფენას, რომელიც ნიუ ორლეანში, ლუიზიანას შტატში გაიმართა. NAFSA-ს ყოველწლიური კონფერენცია/გამოფენა აერთიანებს ათასობით პროფესიონალს 100-ზე მეტი ქვეყნიდან და მოიცავს საერთაშორისო განათლების მიმართულებით მრავალფეროვან, ინოვაციურ პროგრამებს, პროდუქტებსა და სერვისებს. განათლების ექსპერტებს საშუალება აქვთ გაეცნონ
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, IBSU-ს საქველმოქმედო კლუბის წევრმა სტუდენტებმა ბავშვები სიმბოლური საჩუქრებით გაახარეს. სტუდენტები და ჩვენი პოზიტიური მასკოტი ესტუმრნენ კლინიკა „M მედი 22“-ს და იქ მყოფ ბავშვებთან ერთად მხიარული დრო გაატარეს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ესეების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. სამი საუკეთესო ესეს ავტორს გადაეცა #IBSU-ს სასწავლო ვაუჩერი: პირველი ადგილი – 1500 ლარი მეორე ადგილი – 1000 ლარი მესამე ადგილი – 750 ლარი 2024 წლის ესეს კონკურის თემა იყო “საქართველოს ევროპული არჩევანი.”