- 11/06/2024
- By Guja
- In IBSU ბლოგი
- 502
- 0
გაიცანით მარიამ მღებრიშვილი, IBშU-ს ინგლისური ფილოლოგიის მესამე კურსის სტუდენტი, რომელიც გაცვლითი პროგრამით ლას პალმასში კანარის კუნძულების საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობდა. “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მომცა საშუალება, დიდი ხნის სურვილი ამესრულებინა და ერაზმუსის გაცვლითი პროგრამით წავსულიყავი ერთ-ერთ საუკეთესო ადგილას ევროპაში – ლას პალმასში, კანარის კუნძულებზე. ჩემი გამოცდილების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო სტაჟირება Bრაინს Iნტერნატიონალ შცჰოოლ- ში, მასწავლებლის
IBSU-ს ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, აზერ დილანჩიევის სტატია – “Unraveling The Nexus Between Financial Openness and Environmental Quality: Green Finance as The Catalyst in CEE Countries “დაიბეჭდა მაღალრეიტინგულ ჟურნალში – “Journal of Environmental Assessment Policy and Management, Scopus Q1.” ნაშრომი იკვლევს კავშირს ფინანსურ გამჭვირვალობასა და გარემოს ხარისხობრივ მდგომარეობას შორის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (CEE) ქვეყნებში 2015 წლიდან
‘სასტუმრო მენეჯმენტის’ კურსის ფარგლებში, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ესტუმრნენ ახლად გახსნილ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს -‘Paragraph Freedom Square, a Luxury Collection.’ სტუდენტებმა შეაფასეს უმაღლესი კლასის სასტუმრო და შეადარეს განსხვავებული კლასიფიკაციის მქონე თბილისში არსებულ უკვე ნანახ სასტუმროებს.
IBSU-ს ასისტენტ-პროფესორმა, ნატო ფაჩუაშვილმა მისი სადებიუტო წიგნის “წიგნებში მოხეტიალე” პრეზენტაცია გამართა. ავტორმა ისაუბრა წიგნის მთავარ გზავნილებზე და წაიკითხა ამონარიდები წიგნიდან. პრეზენტაციის დამსწრეები ჩაერთნენ ლიტერატურულ დისკუსიაში, მოისმინეს მკითხველების შთაბეჭდილებები და ფრაგმენტები აუდიო წიგნიდან, რომელსაც ახმოვანებს ბრიტანელი გამხმოვანებელი Amazon–ის, iTune-ისა და Audible–ის პლატფორმებისთვის. პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა ინტერაქტიური ლიტერატურული ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებს ავტორმა საჩუქრად წიგნები გადასცა.
საერთაშორისო სამეცნიერო ბაზა Scopus-ის მიხედვით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოში კერძო უნივერსიტეტებს შორის მეორე ადგილზეა. ბოლო ხუთი წლის ტოპ-15 ყველაზე გავლენიან სტატიებს შორის კი მოხვდა “Macroeconomic Determinants of Household Consumptions in Georgia” და “Determinants of Bilateral Trade Balance Between Georgia and China,” რომლის ავტორები არიან IBSU-ს ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი აზერ დილანჩიევი და თენგიზ თაქთაქიშვილი.
გაიცანით IBSU-ს სტუდენტი ქრისტინა ჩირკოვა, რომელიც გაცვლითი პროგრამით კანარის კუნძულების საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობდა. “გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ჩემთვის მოულოდნელი თავგადასავალი იყო. ვერასდროს ვიოცნებებდი, რომ პირველივე ცდაზე მოვიგებდი გრანტს და მომეცემოდა კანარის კუნძულებზე გამგზავრების შანსი. კონკურსში გამარჯვება ძალიან ამაღელვებელი იყო. ამ შესანიშნავმა მოგზაურობამ შანსი მომცა გავცნობოდი ახალ კულტურას, შეხედულებებსა და ცხოვრების გზებს. შევიძინე საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები,