- 25/06/2024
- By მარიკა
- In IBSU ბლოგი
- 213
- 0
გაიცანით IBSU-ს სტუდენტი რატი კერესელიძე, რომელმაც ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის ‘მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები’ ფარგლებში, სწავლების პირველი სემესტრი ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში გაატარა. “ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ერთი სემესტრის გატარება ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო იყო. სწავლების პერიოდში მონაწილეობა მივიღე როგორც სტუდენტურ შეჯიბრებებში, ისე ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. მიუხედავად იმისა, რომ მეორე სემესტრს ვაგრძელებ შავი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) კარიერის დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით, IBSU-ში დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელსაც საქართველოს ბაზარზე არსებული 30-მდე წამყვანი კომპანია ესწრებოდა. ვრცლად: https://www.interpressnews.ge/ka/article/804046-shavi-zgvis-saertashoriso-universitetshi-dasakmebis-porumi-gaimarta
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი IBSU-ს რექტორმა, კახა შენგელიამ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ქეთევან ბეთლემიძემ მოაწერეს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს, რაც უნივერსიტეტის სტუდენტებს დაეხმარება დარგობრივი კომპეტენციების განმტკიცებასა და სააგენტოში საქმიანობის გზით პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.
IBSU-ს ბიზნესის სკოლამ ჩესტოჰოვას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა, მათ შორის პროფესორ სებასტიან კოტს, რომელიც პოლონური ჟურნალის “მენეჯმენტის კვლევები” მთავარი რედაქტორია. პროდუქტიულ შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლო კოლაბორაციის პერსპექტივებზე კვლევის და IBSU-ს ბიზნესის ჟურნალის განვითარების მიმართულებით. ასევე, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ერთობლივი პროექტების შესაძლებლობები. შეხვედრის დასასრულს, პოლონელმა სტუმრებმა IBSU-ს ბიზნესის სკოლის დელეგაცია ჩესტოჰოვას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კონფერენციაზე მიიწვიეს.

IBSU-ს ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, აზერ დილანჩიევი და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მენეჯერი, მედინა მამედოვა, ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პორტუგალიაში, ევროპის ბიზნესის სკოლის (ISAG) საერთაშორისო კვირეულს დაესწრნენ. პორტუგალიაში გამართულ შეხვედრებზე, აზერ დილანჩიევმა და მედინა მამედოვამ სხვადასხვა ქვეყნის 30 წარმომადგენელთან ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სამომავლო კოლაბორაციისა და აკადემიური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.