- 145
- 0
კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის პროგრამის ადმინისტრაციულმა ხელმძღვანელმა, გიორგი მერაბიშვილმა ერაზმუს + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გამართა პორტუგალიაში, ბრაგანცას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. პორტუგალიელ კოლეგებთან გამართულ შეხვედრებზე მერაბიშვილმა ისაუბრა კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებაზე და სტუდენტური და აკადემიური გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობებზე. გიორგი მერაბიშვილი ასევე დაესწრო ICM-ის პროექტზე გამართულ შეხვედრას, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის გაძლიერებას ბრაგანცას პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და ევროკავშირს ფარგლებს
გაიცანით დავით ჩიქობავა, IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების მესამე კურსის სტუდენტი, რომელიც გაცვლითი პროგრამით ბრაგანცაში სწავლობს. “უკვე მესამე წელია, IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტი ვარ, თუმცა ეს ამბავი კიდევ უფრო ადრე დაიწყო, აბიტურიენტობისას. თავიდანვე, IBSU ავირჩიე იმიტომ, რომ ეს შესაძლებლობებისა და გამოწვევების სივრცეა. ვიცოდი, ის აუცილებლად მომცემდა ცოდნას და მოტივაციას, რაც ასევე აუცილებელია. IBSU იმედებს არ აცრუებს: გამოჩნდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა სამედიცინო სკოლების მსოფლიო ცნობარში დაემატა. აღნიშნულ ცნობარში მოხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ამერიკის და კანადის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდაზე დასაშვებად სპონსორის წერილის უზრუნველყოფს. მედიცინის სკოლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გაეცანით ცნობარის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://search.wdoms.org/home/SchoolDetail/F0008628
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) პარტნიორობითა და მხარდაჭერით, IBSU-ში ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა 36-ე ეროვნული ოლიმპიადის დასკვნითი ტური (GEOI’2024) გაიმართა. ვრცლად: https://www.interpressnews.ge/ka/article/800427-inpormatikashi-sakartvelos-moscavleta-36-e-erovnuli-olimpiadis-daskvniti-turi-gaimarta
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) პარტნიორობითა და მხარდაჭერით, IBSU-ში გაიმართა ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა 36-ე ეროვნული ოლიმპიადის დასკვნითი ტური (GEOI’2024). საქართველოს მოსწავლეთა სხვადასხვა რანგის ეროვნულ ნაკრებთა შესარჩევი ტურები გაიმართება 26-27 მაისს. მათგან გოგონათა ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ევროპის გოგონათა მე-4 ოლიმპიადაში (ივლისი, ჰოლანდია), ახალგაზრდული ნაკრები – ევროპის მე-8 ახალგაზრდულ ოლიმპიადაში (აგვისტო, მოლდოვა) და ძირითადი ნაკრები – მსოფლიოს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ მოსწავლეებისთვის მასტერკლასი ჩაატარეს. სკოლის მოსწავლეები გაეცნენ ჟურნალისტიკის პროფესიის სპეციფიკას, ახალი ამბების წერის ტექნიკებს და ფოტოჟურნალისტიკას. ასევე ტრენიგის მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებები. პროექტის ბოლოს მოსწავლეებს IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.