- 09/02/2026
- By მარიამ ღურწკაია
- In სიახლეები
- 364
- 0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველოს ახალგზარდულ აკადემიას უმასპინძლა. საჯარო კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით IBSU-ს სკოლა “ქორალის” Iდ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. მოსწავლეებმა წაიკითხეს ზღაპარი ” წითელქუდა” როლური ელემენტებითა და დისკუსიით. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი, გამოხატავდნენ საკუთარ აზრებს და აფასებდნენ პერსონაჟების ქცევებს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გრაფიკული დიზაინის პროგრამის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა. IBSU-ში წელს პირველად ამოქმედდა 3-წლიანი „გრაფიკული დიზაინის“ ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელმაც პირველივე სემესტრში შთამბეჭდავი ინტერესი გამოიწვია. პროგრამის სტუდენტებთან ერთად მის ძირითად საგნებს – დიზაინის საფუძვლები, ფოტოხელოვნება, ილუსტრატორი (2D ვექტორული გრაფიკა) და ხატვა – არჩევითის სახით სხვა პროგრამის სტუდენტებიც შეურთდნენ. ფინალური გამოცდებისთვის სტუდენტებმა უკვე მოამზადეს თავიანთი ნამუშევრები,

2026 წლის 22 თებერვალს ჩატარდება საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის XIII ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომლის ორგანიზატორები არიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია. ოლიმპიადა ჩატარდება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების ფორმატით. მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს და ასევე იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 20 წელი და არ არიან რომელიმე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და დანანგის უნივერსიტეტი პარტნიორები არიან. მეცნიერებისა და განათლების უნივერსიტეტი – დანანგის უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ვიეტნამის ქალაქ დანანგში, არის სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. უნივერსიტეტი გთავაზობთ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ფართო სპექტრს ისეთ სფეროებში, როგორიცაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, განათლება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, გარემოსდაცვითი მეცნიერება და სოციალური მეცნიერებები.
