- 360
- 0
IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა პროფ. დალი ოსეფაშვილმა გაიმარჯვა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) პროგრამაში და კვლევითი სტიპენდია მოიპოვა. კვლევითი მობილობის პროგრამის ფარგლებში, პროფ. დალი ოსეფაშვილმა ორი თვით ეწვევა გერმანიას და ეიხშტატ-ინგოლშტადტის უნივერსიტეტის (ბავარია) ჟურნალისტიკის კვლევით ინსტიტუტში გერმანელ კოლეგასთან კოლაბორაციით იმუშავებს პროექტზე – “საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოწვევები ციფრულ მედია გარემოში, სოციალური მედიის ალგორითმების გავლენის ფონზე.” პროფ. დალი ოსეფაშვილმა
IBSU-მ უმასპინძლა ცნობილი ბრიტანულ-ამერიკული კომპანიის Clarivate Analytics-ის წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის მასიმილიანო ბერზოტის (იტალია), ადრიანა ფილიფის (საფრანგეთი), ჯორჯ მულლერს (დიდი ბრიტანეთი) და ევგენია ნივაკოვიჩს (სერბეთი). შეხვედრაზე კომპანიამ წარმოადგინა პრეზენტაცია ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტების შესახებ უნივერსიტეტის და პროფესორ-მასწავლებლების სამეცნიერო პოტენციალის შეფასების მიმართულებით. ასევე, ყველაზე მოწინავე სამეცნიერო მონაცემთა ბაზები სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის, მათ შორის: Web
IBSU-მ უმასპინძლა უფასო სტუდენტური პროექტის „სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის“ მორიგ ნაკადს. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები გაეცნენ ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ამერიკისმცოდნეობის პროგრამებს და შესაბამის პროფესიებს. მორიგი ტრენინგი გაიმართება 18-19 მაისს. დარეგისტრირდი წინასწარ: https://bit.ly/47Zhkfd
IBSU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ასისტენტ-პროფესორმა, ნათია ობგაიძემ სტუდენტებისთვის ჩაატარა საინფორმაციო სესია თემაზე: “როგორ შევამციროთ წინასაგამოცდო შფოთვა.” სესიაზე სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია სტრესის დაძლევის სხვადასხვა მექანიზმზე.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლიტერატურულ-შემეცნებითი ალმანახის “ბუნების მეგობრები” პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია, რუსთავის საკრებულოს წევრი, ამირან ჯანჯღავა, ასევე ცნობილი მწერლები, კრიტიკოსები, ჟურნალისტები, მთარგმნელები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაცია გახსნა სამართლისა და საჯარო მმართველობის სკოლის დეკანმა, ირაკლი შამათავამ, რომლის მხატვრული ტექსტი “ჩემი აფხაზური ნაძვის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახა შენგელია და პრორექტორი განათლების მიმართულებით, სალომე კუჭუხიძე ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეას დაესწრნენ, რომელიც ედინბურგის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში გაიმართა. კონფერენციაზე, რომლის მთავარი თემა იყო “გლობალური იურიდიული განათლების მომავალი“, განიხილეს ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტუალური საკითხები, მათ შორის გლობალური იურიდიული განათლების თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები, იურიდიული განათლების ინტერნაციონალიზაცია და ELFA-ს