- 191
- 0
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, IBSU-ში შემეცნებით-გასართობი თამაში ‘ქა’რთული’ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-10, 147-ე და 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები. გამარჯვება მე-10 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. თამაშის სპონსორები იყვნენ: Barambo • ბარამბო Palitra L Publishing • გამომცემლობა პალიტრა L და National Geographic.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერაზმუს+ პროექტში Virtually EDU მონაწილეობს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროექტი ორ ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპზე IBSU-ს სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა სკოლის ლექტორები ტრენინგებს გაივლიან, ხოლო პროექტის მეორე ეტაპზე ცოდნას გაუზიარებენ პროექტში ჩართულ ხუთი სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს. ვრცლად: https://www.interpressnews.ge/ka/article/794742-ibsu-erazmus-proektshi-virtually-edu-monacileobs
IBSU განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე მე-14 საერთაშორისო კონფერენციას 10-11 მაისს უმასპინძლებს. IBSU-ს ინფორმაციით, ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით იმართება, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. წელს ექვსი ამერიკელი განათლების ექსპერტი თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ კონფერენციის მონაწილეებს. სრულად: https://www.interpressnews.ge/ka/article/795010-ganatlebis-enisa-da-literaturis-sakitxebze-me-14-saertashoriso-konperencia-10-11-maiss-gaimarteba
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე: “საქართველოს ევროპული არჩევანი”. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, ესეების გამოგზავნის ბოლო ვადა 9 მაისია. სრულად: https://www.interpressnews.ge/ka/article/795012-ibsu-abiturientebistvis-eseebis-konkurss-acxadebs
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში უკვე ხელმისაწვდომია მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო ელექტრონული ბაზა, EBSCO, რომელიც წარმოადგენს ჟურნალებისა და საცნობარო გამოცემების უდიდეს კოლექციას. EBSCO EP Package PREMIER პაკეტში შემავალი 10 ელექტრონული ბაზა მოიცავს მრავალფეროვან აკადემიურ რესურსებს, ელექტრონულ ინდექსირებად ჟურნალებს, სამეცნიერო სტატიებს, ელექტრონულ წიგნებს, კვლევის ანგარიშებს, ვიდეო მასალებს, სასწავლო და კვლევით რესურსებს და მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა დარგის ათასობით
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაშის “რა?სად?როდის?” შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი გაიმართა, რომელსაც ეკონომიკის დოქტორი და ინტელექტ კლუბის წევრი, სოსო ბერიკაშვილი უძღვებოდა. თამაშში მონაწილეობდა 15 გუნდი, რომელთა შორიც გამარჯვება გიორგი მათიაშვილის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებული გუნდი IBSU-ს სახელით სტუდენტური ფესტივალის ფარლებში დაგეგმილ ეროვნულ ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.