- 210
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ევროპის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლებს უმასპინძლა. პორტუგალიელ სტუმრებს შეხვდნენ საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი ხელმძღვანელი, თამთა ცქიტიშვილი და ბიზნესის სკოლის ახალი დეკანი, დარა აჰმედი. სტუმრებმა შეხვედრაზე ევროპის ბიზნესის სკოლის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს და ლექცია წაიკითხეს. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობებზეც.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის დებატების შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი ჩატარდა. კარლ პოპერის დებატების ფორმატში სტუდენტურმა გუნდებმა იდებატეს შემდეგ თეზისზე: „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დააჩქარებს ქვეყნის გაწევრიანებას NATO-ში“. დებატების გამარჯვებული სტუდენტური გუნდი IBSU-ს სახელით მონაწილეობას მიიღებს დებატების ეროვნულ შეჯიბრში, რომელიც 2024 წლის „ახალგაზრდული ფესტივალის“ ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.
იუსტიციის სამინისტროში ინოვაციური პლატფორმა ახალგაზრდული კლუბი „YOUTHTITIA“ დაფუძნდა, რომლის პრეზენტაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, ირაკლი შამათავა დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდული კლუბის პროექტი საზოგადოებას იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ წარუდგინა, ხოლო ახალგაზრდების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე მიმართული პლატფორმის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ისაუბრა. ინოვაციური პროექტი განკუთვნილია იურიდიული

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტაშკენტის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა. საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელმა, თამთა ცქიტიშვილმა და სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა, ირაკლი შამათავამ სტუმრებს IBSU-ს შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილი, რომელმაც სტუმრების შეკითხვებს უპასუხა.
კორეული ენისა და კულტურის კლუბის ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა კორეული ტრადიციული კერძის ‘კიმჩი’ მასტერკლასი.