• IBSU-ს სტუდენტებმა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს კონკურსში გაიმარჯვეს

    IBSU-ს სტუდენტებმა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს კონკურსში გაიმარჯვეს

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ფრანკოფონიის თვისადმი მიძღვნილ კონკურსში და პირველი და მესამე ადგილები დაიკავეს. IBSU-დან მონაწილეობდნენ ბარბარე ჯანჯალაშვილი, თეკლა მამაცაშვილი, ნინო ზაზაშვილი, მარიამ პერტაია და ლიზი ახალაია, რომლებიც ორ გუნდში გადანაწილდნენ. კონკურსის მონაწილეებს უნდა გამოეხატათ თუ რა არის მათთვის ფრანკოფონია და შეესწავლათ ენა და კულტურა თამაშების გამოყენებით.

  • ირაკლი შამათავა IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი გახდა

    ირაკლი შამათავა IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი გახდა

    ირაკლი შამათავა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი გახდა. ირაკლი შამათავა არის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი, რომელმაც 2022 წელს კავკასიის უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი: „მხარეთა უფლება-მოვალეობების თანაბარზომიერი დაცვის სტანდარტი სესხის ხელშეკრულებაში“. ირაკლი შამათავა ასევე არის თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის კურსდამთავრებული. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების და

  • IBSU B კორპუსის რამდენიმე აუდიტორია უახლესი ტექნიკით აღიჭურვა

    IBSU B კორპუსის რამდენიმე აუდიტორია უახლესი ტექნიკით აღიჭურვა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლაბორატორიები უახლესი ტექნიკით აღიჭურვა. ლაბორატორიებს შეემატა სმარტ დაფები და 119 ახალი კომპიუტერი i7 და i3 პროცესორით. ასევე განახლდა ქსელური და WiFi ინფრასტრუქტურა.

  • ProActive Group Georgia-ს დამფუძნებლის მასტერკლასი IBSU-ს სტუდენტებისთვის

    ProActive Group Georgia-ს დამფუძნებლის მასტერკლასი IBSU-ს სტუდენტებისთვის

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ProActive Group Georgia-ის ორგანიზებით ჩატარდა მასტერკლასი: “ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის.“ შეხვედრას უძღვებოდა გიორგი აგირბაია – ProActive Group Georgia -ს დამფუძნებელი. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა შეიტყვეს ევროპულ და ამერიკულ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვის გზებზე და შესაძლებლობებზე; გაეცნენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ მიმდინარე პროექტებს; მიიღეს რჩევები ეფექტური CV-სა და სამოტივაციო წერილის შესაქმნელად.  

  • #Erasmus Student: მარიამ ცისკაძე | პოლონეთი

    #Erasmus Student: მარიამ ცისკაძე | პოლონეთი

    გაიცანით IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ ცისკაძე, რომელიც გაცვლითი პროგრამით პოლონეთში იმყოფებოდა. “სტუდენტური ცხოვრების დაწყებისთანავე მიზნად დავისახე საზღვარგარეთ სწავლა. ამ მიზნის მისაღწევად კი ბევრი შრომის გაწვა დამჭირდა. ერაზმუსის გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია მივიღე IBSU-ს აკადემიური პერსონალისგან და გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება. შერჩევის ეტაპი იყო საკმაოდ კომპლექსური, სადაც დიდი ყურადღება ექცეოდა როგორც სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას,

  • IBSU-მ უმასპინძლა „სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის“ პროექტის მორიგ ნაკადს

    IBSU-მ უმასპინძლა „სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის“ პროექტის მორიგ ნაკადს

    IBSU-მ უმასპინძლა უფასო პროექტის „სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის“ მორიგ ნაკადს. პროექტის ფარგლებში მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები გაეცნენ ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ამერიკისმცოდნეობის პროგრამებს და შესაბამის პროფესიებს. ტრენინგი მოიცავდა სხვადასხვა გასართობ აქტივობას, რომელშიც გამარჯვებულებს გადაეცათ სულაკაურის გამომცემლობის ვაუჩერები. მორიგი ტრენინგი გაიმართება 20-21 აპრილს. დარეგისტრირდი: https://bit.ly/47Zhkfd  

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES