- 399
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, ირაკლი შამათავა სამართალმცოდნეობის და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს შეხვდა. ირაკლი შამათავამ სტუდენტებს სამომავლო პერსპექტივები გააცნო. ისაუბრა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების საჭიროებებსა და მნიშვნელობაზე, ასევე საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებასა და სამართლის კლინიკის გაძლიერებაზე. დეკანის განცხადებით, სამეცნიერო მიმართულებით ბევრი სიახლე დაიგეგმება, ინტენსიურად მოხდება პუბლიკაციების ბეჭდვა და
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ფრანკოფონიის თვისადმი მიძღვნილ კონკურსში და პირველი და მესამე ადგილები დაიკავეს. IBSU-დან მონაწილეობდნენ ბარბარე ჯანჯალაშვილი, თეკლა მამაცაშვილი, ნინო ზაზაშვილი, მარიამ პერტაია და ლიზი ახალაია, რომლებიც ორ გუნდში გადანაწილდნენ. კონკურსის მონაწილეებს უნდა გამოეხატათ თუ რა არის მათთვის ფრანკოფონია და შეესწავლათ ენა და კულტურა თამაშების გამოყენებით.
ირაკლი შამათავა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი გახდა. ირაკლი შამათავა არის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი, რომელმაც 2022 წელს კავკასიის უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი: „მხარეთა უფლება-მოვალეობების თანაბარზომიერი დაცვის სტანდარტი სესხის ხელშეკრულებაში“. ირაკლი შამათავა ასევე არის თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის კურსდამთავრებული. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების და
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლაბორატორიები უახლესი ტექნიკით აღიჭურვა. ლაბორატორიებს შეემატა სმარტ დაფები და 119 ახალი კომპიუტერი i7 და i3 პროცესორით. ასევე განახლდა ქსელური და WiFi ინფრასტრუქტურა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ProActive Group Georgia-ის ორგანიზებით ჩატარდა მასტერკლასი: “ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის.“ შეხვედრას უძღვებოდა გიორგი აგირბაია – ProActive Group Georgia -ს დამფუძნებელი. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა შეიტყვეს ევროპულ და ამერიკულ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვის გზებზე და შესაძლებლობებზე; გაეცნენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ მიმდინარე პროექტებს; მიიღეს რჩევები ეფექტური CV-სა და სამოტივაციო წერილის შესაქმნელად.
გაიცანით IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ ცისკაძე, რომელიც გაცვლითი პროგრამით პოლონეთში იმყოფებოდა. “სტუდენტური ცხოვრების დაწყებისთანავე მიზნად დავისახე საზღვარგარეთ სწავლა. ამ მიზნის მისაღწევად კი ბევრი შრომის გაწვა დამჭირდა. ერაზმუსის გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია მივიღე IBSU-ს აკადემიური პერსონალისგან და გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება. შერჩევის ეტაპი იყო საკმაოდ კომპლექსური, სადაც დიდი ყურადღება ექცეოდა როგორც სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას,