- 14/03/2024
- By მარიკა
- In კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა
- 151
- 0
IBSU-ში ციფრული სკოლის მონაწილეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. X – XI – XII კლასის მოსწავლეებმა ტრენინგების განმავლობაში შეისწავლეს Web Development (html5, css3) და 3D graphics (Blender) – ის საფუძვლები და საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს. ლექციებს უძღვებოდნენ IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის წარმატებული სტუდენტები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მე-10 საჯარო სკოლასთან ერთად დაიწყო ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები IBSU-ს სტუდენტების დახმარებით მოამზადებენ და ჩაწერენ ტელეგადაცემას. მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ შოშიაშვილმა და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პირველი მასტერკლასი უკვე ჩაატარეს. მოსწავლეები გააცნენ ჟურნალისტის პროფესიას, ახალი ამბების წერის სტრუქტურასა და ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის გარჩევის ტექნიკებს. ასევე, მოსწავლეებმა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტმა, ანი მწარიაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ელისაბედ ორბელიანის სახელობის თარგმანის კონკურსში. ანიმ მწარიაშვილმა ინგლისურიდან თარგმნა ჯორჯ ორუელის ესსე – “ლიტერატურის დათრგუნვა”. ელისაბედ ორბელიანის თარგმანის კონკურსში მონაწილეთა დაჯილდოება ორბელიანების სასახლეში გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. დაჯილდოების ცერემონიაზე მიწვეულნი იყვნენ შავი ზღვის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტერები ესტუმრნენ ქალაქ მცხეთის, რუსთავის, გორის, გურჯაანის, ზუგდიდის, ფოთისა და ჯვრის რამდენიმე სკოლას. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები შეხვდნენ აბიტურიენტებს და მიაწოდეს ინფორმაცია უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, მიღების წესებზე, დაფინანსების შესაძლებლობასა და გაცვლით პროგრამებზე. აბიტურიენტები ასევე გაეცნენ სტუდენტურ პროექტებს და აქტივობებს, რომლებიც სპეციალურად მათთვის შეიქმნა. პროექტის ფარგლებში სტუდენტები და მარკეტერები განაგრძობენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის