• IBSU–ს სტუდენტმა ელისაბედ ორბელიანის თარგმანის კონკურსში მიიღო მონაწილეობა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტმა, ანი მწარიაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ელისაბედ ორბელიანის სახელობის თარგმანის კონკურსში. ანიმ მწარიაშვილმა ინგლისურიდან თარგმნა ჯორჯ ორუელის ესსე – “ლიტერატურის დათრგუნვა”. ელისაბედ ორბელიანის თარგმანის კონკურსში მონაწილეთა დაჯილდოება ორბელიანების სასახლეში გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. დაჯილდოების ცერემონიაზე მიწვეულნი იყვნენ შავი ზღვის

  • IBSU-ს მარკეტერები საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

    IBSU-ს მარკეტერები საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტერები ესტუმრნენ ქალაქ მცხეთის, რუსთავის, გორის, გურჯაანის, ზუგდიდის, ფოთისა და ჯვრის რამდენიმე სკოლას. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები შეხვდნენ აბიტურიენტებს და მიაწოდეს ინფორმაცია უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, მიღების წესებზე, დაფინანსების შესაძლებლობასა და გაცვლით პროგრამებზე. აბიტურიენტები ასევე გაეცნენ სტუდენტურ პროექტებს და აქტივობებს, რომლებიც სპეციალურად მათთვის შეიქმნა. პროექტის ფარგლებში სტუდენტები და მარკეტერები განაგრძობენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის

  • IRO-ს ხელმძღვანელმა უკრაინელ პროფესორებს უმასპინძლა

    IRO-ს ხელმძღვანელმა უკრაინელ პროფესორებს უმასპინძლა

    IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი თამთა ცქიტიშვილი და სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი სალომე კუჭუხიძე შეხვდნენ ჩერქასის სახელმწიფო უნივერსიტეტის (უკრაინა) პროფესორს, რექტორის მრჩეველს საერთაშორისო საკითხებში, აიდინ ნოვრუზოღლუ ნოვრუზოვს, წყლისა და გარემოსდაცვითი ინჟინერიის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორს, ვიცე რექტორს სამეცნიერო მიმართულებით, ნატალია სავინას და სუმის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის დოქტორს, ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოცირებულ პროფესორს, ოლგა სკიბას. შეხვედრაზე უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა სამომავლო ურთიერთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

  • IBSU-მ უმასპინძლა “სახელმწიფო მმართველობა მოსწავლეებისთვის” პროექტის მორიგ ნაკადს

    IBSU-მ უმასპინძლა “სახელმწიფო მმართველობა მოსწავლეებისთვის” პროექტის მორიგ ნაკადს

    IBSU-მ უმასპინძლა უფასო პროექტის “სახელმწიფო მმართველობა მოსწავლეებისთვის” მორიგ ნაკადს.   პროექტის მეშვეობით სკოლის მოსწავლეები გაეცნენ საჯარო მმართველობის საფუძვლებს და მათ როლს საჯარო მმართველობის პროცესში.   პრაქტიკული და სახალისო აქტივობების მეშვეობით, პროექტი ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრის, კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარების განვითარებას. მომდევნო ტრენინგი გაიმართება 11-12 მაისს. დარეგისტრირდი: https://ibsu.edu.ge/ge/lgs/registration/  

  • IBSU-ს პროფესორები საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრებად აირჩიეს

    IBSU-ს პროფესორები საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრებად აირჩიეს

    ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი მაია ჩქოტუა და განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამისა და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი ეკატერინე ფიფია საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრებად აირჩიეს. საერთაშორისო კონფერენცია განათლების და ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შესახებ გაიმართება 15-17 ივნისს პორტუგალიაში. კონფერენციის მონაწილეები, რომელთაც კომიტეტის წევრები შეარჩევენ, წარმოადგენენ პრეზენტაციებს სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებულ სიახლეებზე, განათლების სფეროში მიმდინარე ტრენდებსა და სწავლების თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებით.

  • IBSU-მ “სამართალი მოსწავლეებისთვის” პროექტის მორიგ ნაკადს უმასპინძლა

    IBSU-მ “სამართალი მოსწავლეებისთვის” პროექტის მორიგ ნაკადს უმასპინძლა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უფასო ტრენინგი “სამართალი მოსწავლეებისთვის” გაიმართა. სტუდენტური პროექტის ფარგლებში ტრენინგების, დისკუსიების, იმიტირებული პროცესებისა და სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ სამართალმცოდნეობის პროგრამას და შესაბამის პროფესიებს. ტრენინგს უძღვებოდნენ IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის წარმატებული და აქტიური სტუდენტები. მორიგი ტრენინგი გაიმართება 6-7 აპრილს. დარეგისტრირდი: https://bit.ly/42XCKYu 

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES