- 04/06/2025
- By მარიკა
- In ბიზნესის სკოლა
- 118
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა, ლიკა ცისკარიშვილმა და გურამ მურღულიამ, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სტუდენტთა კონფერენციაში მეწარმეობისა და ტურიზმის თემაზე. გურამ მურღულიამ წარადგინა მოხსენება თემაზე “გასტრონომიული ტურიზმი – იტალიისა და საქართველოს შედარებითი ანალიზი;” ხოლო ლიკა ცისკარიშვილის მოხსენება “კურორტი ახტალა, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები” მეორე ადგილზე გავიდა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ნოი-ულმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა. ნოი-ულმის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი ბავარიაში ფოკუსირებულია ბიზნესზე, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ჯანდაცვის მენეჯმენტზე.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დურესის ალექსანდრე მოისიუს უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა დურესის ალექსანდრე მოისიუს უნივერსიტეტი ალბანეთში სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ეკონომიკის, სამართლის, ტექნოლოგიების, განათლებისა და სხვა მიმართულებებით.
კრედო ბანკის სინიორ ავტომატიზაციის ინჟინერმა, DevOps სამაგისტრო პროგრამის მაგისტრმა და IBSU-ს კურსდამთავრებულმა, თორნიკე ჭავჭავაძემ კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის ჩაატარა ლექცია თემაზე „პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების ავტომატიზაცია, მისი მნიშვნელობა და აუცილებლობა.” ტესტირების ავტომატიზაცია არის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პროცესი, რომელიც ხორციელდება დაწერილი სკრიპტებისა და ავტომატიზაციის ხელსაწყოების მეშვეობით. მისი მიზანია ტესტირების დროის შემცირება, სიზუსტის გაუმჯობესება და განმეორებადი სცენარების
სტუდფესტი2025 -ის ფარგლებში გამართული სპორტული აქტივობების ტურნირები, რომელშიც IBSU-ს სტუდენტებიც იღებდნენ მონაწილეობას დასრულდა. სტუდენტებმა ჯომარდობის, ფრენბურთის, ბოულინგის, ქუჩის ფეხბურთის, ფუტსალის, ბადმინტონის, სპრინტის, ჩოგბურთის, სასტენდო სროლის, მკლავჭიდის, მაგიდის ჩოგბურთის, ქართული ჭიდაობის, პეინტბოლის, კლდეზე ცოცვის, ძიუდოს, მინი ფეხბურთის, ბილიარდის, ცურვის, ფრენბურთის, ჭადრაკის, შაშის, ნარდის, კარტინგისა და 3X3-ზე კალათბურთის ტურნირებში მიიღეს მონაწილეობა. IBSU-ს გუნდმა შაშის და ნარდის ტურნირებში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში შიდა საუნივერსიტეტო კონკურსი ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?“ ფორმატში ჩატარდა. კონკურსი ორგანიზებული იყო IBSU-ს სტუდენტთა ექსტრაკურიკულური აქტივობების მართვის სამსახურის და ინტელექტუალური თამაშების სტუდენტური კლუბის მიერ. სამ გამარჯვებულ გუნდს გადაეცა ფულადი პრიზები.