- 397
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლაბორატორიები უახლესი ტექნიკით აღიჭურვა. ლაბორატორიებს შეემატა სმარტ დაფები და 119 ახალი კომპიუტერი i7 და i3 პროცესორით. ასევე განახლდა ქსელური და WiFi ინფრასტრუქტურა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ProActive Group Georgia-ის ორგანიზებით ჩატარდა მასტერკლასი: “ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის.“ შეხვედრას უძღვებოდა გიორგი აგირბაია – ProActive Group Georgia -ს დამფუძნებელი. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა შეიტყვეს ევროპულ და ამერიკულ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვის გზებზე და შესაძლებლობებზე; გაეცნენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ მიმდინარე პროექტებს; მიიღეს რჩევები ეფექტური CV-სა და სამოტივაციო წერილის შესაქმნელად.
გაიცანით IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ ცისკაძე, რომელიც გაცვლითი პროგრამით პოლონეთში იმყოფებოდა. “სტუდენტური ცხოვრების დაწყებისთანავე მიზნად დავისახე საზღვარგარეთ სწავლა. ამ მიზნის მისაღწევად კი ბევრი შრომის გაწვა დამჭირდა. ერაზმუსის გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია მივიღე IBSU-ს აკადემიური პერსონალისგან და გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება. შერჩევის ეტაპი იყო საკმაოდ კომპლექსური, სადაც დიდი ყურადღება ექცეოდა როგორც სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას,
IBSU-მ უმასპინძლა უფასო პროექტის „სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის“ მორიგ ნაკადს. პროექტის ფარგლებში მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები გაეცნენ ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ამერიკისმცოდნეობის პროგრამებს და შესაბამის პროფესიებს. ტრენინგი მოიცავდა სხვადასხვა გასართობ აქტივობას, რომელშიც გამარჯვებულებს გადაეცათ სულაკაურის გამომცემლობის ვაუჩერები. მორიგი ტრენინგი გაიმართება 20-21 აპრილს. დარეგისტრირდი: https://bit.ly/47Zhkfd
დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტმა გამოაცხადა გაცვლითი პროგრამა კომპიუტერული მეცნიერებისა და არქტიტექტურის სკოლის სტუდენტებისთვის. პროგრამა: ინფორმატიკა შემოდგომის სემესტრი: 23 სექტემბერი 2024 -15 თებერვალი 2025 განცხადების მიღების ბოლო ვადა: 05.2024 კითხვები გაგზავნეთ ელფოსტაზე: iro@ibsu.edu.ge
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ ორგანიზებული საჯარო ლექცია: „შენი ხმის მნიშვნელობა 2024 წლის არჩევნებზე“. შეხვედრას უძღვებოდა “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე. ნინო დოლიძემ ისაუბრა 2024 წლის საპარალმენტო არჩევნებსა და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე. ამასთან, აუდიტორიას გააცნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სიახლეები. ლექციის დასასრულს, სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ISFED-ის