- 271
- 0
IBSU-მ უმასპინძლა უფასო პროექტის “სახელმწიფო მმართველობა მოსწავლეებისთვის” მორიგ ნაკადს. პროექტის მეშვეობით სკოლის მოსწავლეები გაეცნენ საჯარო მმართველობის საფუძვლებს და მათ როლს საჯარო მმართველობის პროცესში. პრაქტიკული და სახალისო აქტივობების მეშვეობით, პროექტი ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრის, კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარების განვითარებას. მომდევნო ტრენინგი გაიმართება 11-12 მაისს. დარეგისტრირდი: https://ibsu.edu.ge/ge/lgs/registration/
ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი მაია ჩქოტუა და განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამისა და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი ეკატერინე ფიფია საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრებად აირჩიეს. საერთაშორისო კონფერენცია განათლების და ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შესახებ გაიმართება 15-17 ივნისს პორტუგალიაში. კონფერენციის მონაწილეები, რომელთაც კომიტეტის წევრები შეარჩევენ, წარმოადგენენ პრეზენტაციებს სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებულ სიახლეებზე, განათლების სფეროში მიმდინარე ტრენდებსა და სწავლების თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებით.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უფასო ტრენინგი “სამართალი მოსწავლეებისთვის” გაიმართა. სტუდენტური პროექტის ფარგლებში ტრენინგების, დისკუსიების, იმიტირებული პროცესებისა და სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ სამართალმცოდნეობის პროგრამას და შესაბამის პროფესიებს. ტრენინგს უძღვებოდნენ IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის წარმატებული და აქტიური სტუდენტები. მორიგი ტრენინგი გაიმართება 6-7 აპრილს. დარეგისტრირდი: https://bit.ly/42XCKYu
IBSU-მ უმასპინძლა 71-ე და 118-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უფასო ტრენინგის ფარგლებში – „იპოვე შენი მომავალი პროფესია.“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ტრანსფორმაციული ქოუჩის, თამარ შოშიაშვილის პროექტი მიზნად ისახავს, მოსწავლეებს დაეხმაროს პროფესიის არჩევაში და ხასიათისა და თვისებების მიხედვით, ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიღებაში სპეციალური ფსიქოლოგიური ტესტით.
IBSU-მ უმასპინძლა უფასო პროექტის „სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის“ მორიგ ნაკადს. პროექტის ფარგლებში მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები გაეცნენ ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ამერიკისმცოდნეობის პროგრამებს და შესაბამის პროფესიებს. ტრენინგი მოიცავდა სხვადასხვა გასართობ აქტივობას, რომელშიც გამარჯვებულებს გადაეცათ პალიტრა L-ის წიგნები. მორიგი ტრენინგი გაიმართება 16-17 მარტს. დარეგისტრირდი: https://bit.ly/47Zhkfd
IBSU-ს პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ შოშიაშვილმა, მარკეტერებთან და ყველასთვის საყვარელ მასკოტთან ერთად, ბაქსვუდის სკოლა-თბილისის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს საბაკალავრო პროგრამები, მიღების წესები, გაცვლითი პროგრამები და დაფინანსების შესაძლებლობები გააცნეს. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა ითამაშეს IBSU მარკეტერების მიერ მოდიფიცირებული სამაგიდო თამაში ‘მონოპოლია’, რომლის თითოეული კომპონენტი უნივერსიტეტის ისტორიის, საბაკალავრო პროგრამებისა და დაფინანსების შესაძლებლობების მიხედვით შეიქმნა.