- 461
- 0
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კონკურენტული ინოვაციური ფონდის მიერ (CIF) გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტის „კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისათვის (CSS4D)“, კონსორციუმის წევრების საკოორდინაციო შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის წევრებმა, როგორც საქართველოდან, ასევე შვედეთიდან. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლინკოპინგის უნივერსიტეტის (შვედეთი) ოფიციალურმა წარმომადგენლებმა
IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელმა, თამთა ცქიტიშვლმა ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის გლობალური ჩართულობის მენეჯერს, ნატა ჯაფიაშვილს უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია უნივერსიტეტების შესახებ და ისაუბრეს სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობებზე.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საქაერონავიგაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ. კომპანიის წარმომადგენელმა, დავით მანჯგალაძემ, სტუდენტებს „საჰაერო მოძრაობის სამსახურში სმმ მეთვალყურის პოზიციაზე“ გამოცხადებული კონკურსის პირობები გააცნო. კონკურსის გამარჯვებულები სასწავლებლად საზღვარგარეთ გაემგზავრებიან 5-6 თვის ვადით, რომლის ხარჯებს მთლიანად დაფარავს კომპანია, ხოლო კონკურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები დასაქმდებიან საქაერონავიგაციში აღნიშნულ პოზიციაზე. შეხვედრის ბოლოს კომპანიის წარმომადგენელმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრე გიორგიძემ სტუდენტებისთვის გამართა საჯარო ლექცია თემაზე “ტრეფიკინგის ბუნება და მასთან ბრძოლის თანამედროვე გამოწვევები.” საჯარო ლექციაზე განიხილეს ტრეფიკინგის შესახებ შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო კანონმდებლობა, ტრეფიკინგის გამომწვევი მიზეზები და მისი პრევენციის ძირითადი მიმართულებები. ლექციაზე განსაკურებული ყურადღება გამახვილდა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ მექანიზმებზე. ლექციას ასევე დაესწრო IBSU-ს სამართლისა და
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამაგიდო თამაშების ფესტივალი გაიმართა. სამდღიან ფესტივალზე ადმინისტრაციულმა პერსონალმა სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა თამაში ითამაშეს, მათ შორის IBSU მონოპოლი, უნო, ჭადრაკი, ნარდი, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი, ბილიარდი, მაფიის ღამე და სხვ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტერებმა რუსთავის მოსწავლეთა თვითმმართველობის გაერთიანების მიერ ორგანიზებულ უნივერსიტეტების გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა. მე-10 , მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ უმაღლესი სასწავლებლების კონკრეტულ პროგრამებს. გამოფენაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საავიაციო უნივერსიტეტი.