- 02/02/2024
- By მარიკა
- In განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა
- 215
- 0
კანადის წმინდა მერის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო დეველოპერმა ჯონათან შოუმ, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის გამართა ლექცია თემაზე – “ცვლილებების მართვა უმაღლეს განათლებაში: გრძელვადიანი და მიმდინარე გამოწვევების კვლევა.”
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა კერძო სკოლა ‘პრომეთეს’ მოსწავლეებს უმასპინძლა. IBSU-ს მარკეტერებმა მოსწავლეებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და შეთავაზებები გააცნეს. შეგახსენებთ, IBSU-ს ღია კარის დღე გაიმართება ყოველ პარასკევს, 14:00 საათზე. დარეგისტრირდით წინასწარ: https://bit.ly/3SAbGuV
აშშ-ს საელჩოსთან თანამშრომლობით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა განათლების კონფერენციას თემაზე – “ინგლისური ენის სწავლების ახალი ტრენდები,” რომელშიც 17 ამერიკელი ექსპერტი მონაწილეობდა. კონფერენცია გახსნა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშემ ევენ ქალიმ, ხოლო მთავარი მომხსენებლი იყო აშშ-ს საელჩოს რეგიონული ინგლისური ენის ოფისის დირექტორი ჯონ სილვერი. ასევე, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს IBSU-ს რექტორმა კახა შენგელიამ და
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის ინგა ტყემალაძის და ფრანგი სტაჟიორის საბრინა ფაგეს ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება ფრანკოფონი სტუდენტებისთვის – La Table des Rois (King’s table). სტუდენტებმა ლექტორების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციით მიიღეს ინფორმაცია ფრანგული ნათლისღების დღესასწაულის, მისი ჩატარების, თარიღისა და ტრადიციის შესახებ. სტუდენტებმა ქართველ მეფეებზე წარმოადგინეს პრეზენტაციები. დააგემოვნეს ტრადიციული ნამცხვარი Gallette des rois (King’s cake), რომელიც ტრადიციულად ნათლისღების დღესასწაულისთვის მზადდება. საღამო