- 26/12/2023
- By მარიკა
- In სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- 0
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და იურიდიულ კომპანია “OK & CG”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს IBSU-ს რექტორმა კახა შენგელიამ და “OK & CG”-ის დირექტორმა ოთარ კაჭკაჭიშვილმა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხელი შეუწყობს სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გაანალიზებას და განზოგადებას, სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, შესაბამის სფეროში დარგობრივი უნარების გაღრმავებას და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას.
გაიცანით IBSU-ს სტუდენტი ვიკა შევერდაშვილი, რომელიც გაცვლითი პროგრამით ცვიკაუში იმყოფება. “იმ წლებიდან, როდესაც უნივერსიტეტზე ფიქრი დავიწყე, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი IBSU-ს სტუდენტი გავმხდარიყავი. სხვა უნივერსიტეტი არც კი მიმითითებია სასურველი უნივერსიტეტების სიაში. ახლაც მახსოვს ემოცია, რომელიც ჩარიცხვის მომენტში განვიცადე. ემოცია, რომელიც უკავშირდებოდა ჩემი მიზნისაკენ სწრაფვას და ვფიქრობ, ჩემი გადაწყვეტილება, რომ გავმხდარიყავი IBSU-ს ოჯახის წევრი იყო ყველაზე სწორად
საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტომ (ASIIN), IBSU-ს ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამას „მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება“ აკრედიტაცია 2028 წლამდე გაუგრძელა. ვრცლად: https://www.interpressnews.ge/ka/article/782529-saertashoriso-saakreditacio-saagentom-ibsu-s-menejmenti-da-kompiuteruli-mecnierebis-samagistro-programas-akreditacia-2028-clamde-gaugrzela
საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტომ (ASIIN), IBSU-ს ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამას „მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება“ აკრედიტაცია 2028 წლამდე გაუგრძელა. სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა საერთაშორისო პარტნიორობის შედეგად ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (გერმანია) და 4 პარტნიორ უნივერსიტეტთან აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან. პარტნიორი უნივერსიტეტებია: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU), ყაზახურ-ამერიკული თავისუფალი უნივერსიტეტი (KAFU), სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი (ASUE), და ყირგიზულ-გერმანული გამოყენებითი ინფორმატიკის ინსტიტუტი (INAI.KG).
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამის და ფინანსების საბაკალავრო პროგრამის მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტები საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას ეწვივნენ. უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდნენ ფედერაციის ხელმძღვანელობას. ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანის, იაშა მურვანიძის შეფასებით, ვიზიტი ეხმარება სტუდენტებს პროფესიის სიღრმისეულად შესწავლაში. საშუალებას აძლევს მათ, გაეცნონ ბაზარზე არსებულ გამოწვევებს და ხელს უწყობს მათ საკუთარი