- 122
- 0
IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ლექტორებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ინტერნეტმმართველობის მე-9 ფორუმში, რომელიც USAID-ის, ევროკავშირის, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის, ეკონომიკის სამინისტროსა და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა. ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ასოციაციის ხელმძღვანელი, IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის პროგრამის ციფრული მედიასამართლის ლექტორი უჩა სეთური. ფორუმის ერთ-ერთ პანელურ სესიაში „ციფრული წიგნიერების სწავლება საქართველოში – შედეგები
კორეული ენისა და კულტურის კლუბის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება – K-Game Quest: IBSU Edition, რომელიც ცნობილი კორეული ტელე-გადაცემების ანალოგია. ღონისძიებაზე გაიმართა ჯგუფური შეჯიბრი, სადაც მოთამაშეებმა რამდენიმე ტურად წარმოდგენილი თამაშები ითამაშეს. გამარჯვებულ გუნდებს კი სპონსორების მიერ მოწოდებული საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებაზე სტუმრებისათვის წარმოდგენილი იყო კორეული კერძების და ფოტოების გადასაღები კუთხეები.
Erasmus + KA107 გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, IBSU-ს პროფესორმა ლელა აბდუშელიშვილმა ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექციები სტრატეგიული და პოზიტიური ბიზნეს კომუნიკაციის შესახებ Think Global Festival-ზე. IBSU-ს პროფესორმა ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის სტუდენტებს ქართული კულტურა და ტრადიციები გააცნო და სამომავლო თანამშრომლობის გზებზე ისაუბრა.
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები შეხვდნენ რეჟისორს, მუსიკოსსა და ჟურნალისტს, ნარგიზა გარდაფხაძეს საგან “კულტურისა და ხელოვნების გაშუქების” პედაგოგის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში. შეხვედრის თემა იყო ხელოვნების სხვადასხვა დარგების გაშუქების თავისებურებები. სტუმარმა ისაუბრა კულტურის ჟურნალისტების კარიერულ გამოწვევებზე და პროფესიული რჩევები მისცა დამწყებ რეპორტიორებს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე “ეკონომიკური თავისუფლება.” სპიკერებმა, რამაზ გერლიანმა, ნოდარ სირბილაძემ და ირაკლი მაკალათიამ განიხილეს სხვადასხვა თემები, მათ შორის “თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება,” “ეკონომიკური პოლიტიკა,” და “სახელმწიფო ქონების სტატისტიკა. რა ეკონომიკურ პოტენციალს არ იყენებს საქართველო?” ლექციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატი.