- 320
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 29 სტუდენტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდა. სტიპენდიის მოპოვება შეეძლოთ მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე: საერთაშორისო ურთიერთობები, კომპიუტერული მეცნიერება, ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი და სამართალმცოდნეობა, აქვთ 3.8-ზე მაღალი GPA და ხვდებიან შესაბამისი პროგრამის სტუდენტებს შორის ტოპ ათეულში. პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებს მეორე
სტუდენტებისთვის კარიერული წინსვლის ხელშესაწყობად, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის ოფისში ჩატარდა ტრენინგი – “ვარსებობ, მაშასადამე წარმატებული ვარ” (Je suis DONC Je réussis). ტრენინგი ჩაატარა შავი ზღვის უნივერსიტეტის ფრანგული ენის ლექტორმა, ინგა ტყემალაძემ, რომელიც განკუთვნილი იყო ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წევრი უნივერსიტეტებისთვის. ტრენინგს ესწრებოდნენ IBSU-ს ფრანკოფონი სტუდენტები. სამდღიანი ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებმა შეისწავლეს CV შედგენის ასპექტები, მოკლე ბიოგრაფიული მონაცემების მომზადების წესები,
სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, სამართლის დოქტორმა თამარ ავალიანმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე “გამოხატვის თავისუფლება, როგორც საერთო ევროპული ღირებულება ევროკავშირის სამართლის მიხედვით”. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უერთდება ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულს, რომელიც ქვეყნის მაშტაბით 1-11 დეკემბერს იმართება.
სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, სამართლის დოქტორმა თამარ ავალიანმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე “გამოხატვის თავისუფლება, როგორც საერთო ევროპული ღირებულება ევროკავშირის სამართლის მიხედვით”. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უერთდება ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულს, რომელიც ქვეყნის მაშტაბით 1-11 დეკემბერს იმართება.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში “ჩემი გამომცემლობის” წიგნების ორდღიანი გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენის დახურვის დღეს, სტუდენტები შეხვდნენ ავტორებს, ოლიკო ცისკარიშვილს და დავით ხარატიშვილს რომელთაც სტუდენტები თავიანთი წიგნების შესახებ უამბეს. “ჩემი გამოცემლობა” უკვე მესამე წელია საგამომცემლო ბაზარზე, ძირითადად გამოსცემს საგანმანათლებლო – ფსიოლოგიურ-ფილოსოფიურ წიგნებს. ასევე მხატვრულ ლიტერატურას. გამომცემლობა მხარს უჭერს ახალგაზრდა და დაბიუტანტი მწერლებისა და პოეტების პოპულარიზაციას და წარმოჩენას.
IBSU-ს სტუდენტურმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) კონკურსში, რომლის ფინალური შეხვედრა ბუქარესტში გაიმართა. ისმაილ აგაჯანოვის, ნატალი აბესაძის, ეთერ ივანიძის და ნინო დოლიძის გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა, რომლის საპრიზო ფონდი 300 ევროს შეადგენს. კონკურსი სტუდენტური მეწარმეობის განვითარების შესახებ რეგიონული პროექტის ფარგლებში გამოცხადდა. AUF ECO და ბუქარესტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტის ხელშეწყობით, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ თავიანთი ტექნიკური სტარტაპ-იდეები