- 218
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში “ჩემი გამომცემლობის” წიგნების ორდღიანი გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენის დახურვის დღეს, სტუდენტები შეხვდნენ ავტორებს, ოლიკო ცისკარიშვილს და დავით ხარატიშვილს რომელთაც სტუდენტები თავიანთი წიგნების შესახებ უამბეს. “ჩემი გამოცემლობა” უკვე მესამე წელია საგამომცემლო ბაზარზე, ძირითადად გამოსცემს საგანმანათლებლო – ფსიოლოგიურ-ფილოსოფიურ წიგნებს. ასევე მხატვრულ ლიტერატურას. გამომცემლობა მხარს უჭერს ახალგაზრდა და დაბიუტანტი მწერლებისა და პოეტების პოპულარიზაციას და წარმოჩენას.
IBSU-ს სტუდენტურმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) კონკურსში, რომლის ფინალური შეხვედრა ბუქარესტში გაიმართა. ისმაილ აგაჯანოვის, ნატალი აბესაძის, ეთერ ივანიძის და ნინო დოლიძის გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა, რომლის საპრიზო ფონდი 300 ევროს შეადგენს. კონკურსი სტუდენტური მეწარმეობის განვითარების შესახებ რეგიონული პროექტის ფარგლებში გამოცხადდა. AUF ECO და ბუქარესტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტის ხელშეწყობით, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ თავიანთი ტექნიკური სტარტაპ-იდეები
IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა Thomson #Reuters-ისა და BBC-ის ერთობლივ პროგრამაში ჩაერთო. IBSU ერთ-ერთია იმ 5 ქართულ წამყვან უნივერსიტეტს შორის, სადაც Thomson Reuters Foundation და BBC Media ერთობლივ პროექტს განახორციელებენ მაგისტრანტებისთვის. პირველ ჰიბრიდულ შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო აქტივობები. იგი BBC Media-ს პროგრამის Eastern Neighbourhood Counter Disinformation პრეზენტაციით გაიხსნა, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ფოკუს-ჯგუფები და სტუდენტები.
AIESEC საქართველოს წარმომადგენლებმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს თემაზე “კარიერული განვითარება.” ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებს დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები გააცნეს, მათ შორის წარმატებული გასაუბრების, სამოტივაციო წერილის და რეზიუმეს სწორად შედგენის ასპექტები.
IBSU-ს არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ფლორენციაში გამართულ 2023 წლის პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალზე “THE WORLD IN FLORENCE” წარადგინეს წყალტუბოს საკვანძო სანატორიუმების აღორძინებაზე ორიენტირებული პროექტი, კერძოდ, სანატორიუმ „მედეას“, „მეტალურგის“ და აბანო №8 სახლის არქიტექტურული გეგმები და განახლებული ვერსიები. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო არქიტექტურული ინოვაციებისა და კულტურის შენარჩუნების ჰარმონიული ნაზავი. ღონისძიების სპიკერები იყვნენ არქიტექტურის პროგრამის სტუდენტები: ელიზაბეტ დემუროვი, თეკლა