- 360
- 0
საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტომ (ASIIN), IBSU-ს ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამას „მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება“ აკრედიტაცია 2028 წლამდე გაუგრძელა. სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა საერთაშორისო პარტნიორობის შედეგად ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (გერმანია) და 4 პარტნიორ უნივერსიტეტთან აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან. პარტნიორი უნივერსიტეტებია: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU), ყაზახურ-ამერიკული თავისუფალი უნივერსიტეტი (KAFU), სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი (ASUE), და ყირგიზულ-გერმანული გამოყენებითი ინფორმატიკის ინსტიტუტი (INAI.KG).
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამის და ფინანსების საბაკალავრო პროგრამის მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტები საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას ეწვივნენ. უნივერსიტეტის სტუდენტები შეხვდნენ ფედერაციის ხელმძღვანელობას. ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანის, იაშა მურვანიძის შეფასებით, ვიზიტი ეხმარება სტუდენტებს პროფესიის სიღრმისეულად შესწავლაში. საშუალებას აძლევს მათ, გაეცნონ ბაზარზე არსებულ გამოწვევებს და ხელს უწყობს მათ საკუთარი
IBSU-ს ჟურნალისტიკის და მედიის კლუბის ორგანიზებით, ტელეწამყვანმა დავით ქაშიაშვილმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე საჯარო ლექცია წაიკითხა. ინტერაქტიურ შეხვედრაზე დავით ქაშიაშვილმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის საგან “ფოტოჟურნალისტიკის” სტუდენტებისთვის სასწავლო ექსპედიცია შედგა კახეთში. სტუდენტებმა მოინახულეს სხვადასხვა კულტურის ძეგლები და ღირსშესანიშნაობები, დაეუფლნენ გარე ფოტოგადაღების მეთოდებს, მოამზადეს პეიზაჟებისა და პანორამების სერიები, საგნის ფარგლებში შექმნილი საუკეთესო ფოტოების გამოფენა ტრადიციულად დასკვნითი გამოცდის შემდეგ გაიმართება.