- 30/11/2023
- By მარიკა
- In ბიზნესის სკოლა
- 142
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამის და ფინანსების საბაკალავრო პროგრამის მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტები საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ. ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში სტუდენტები დაესწრნენ სხდომას და შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მთავარ სპეციალისტებს. ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანის, იაშა მურვანიძის შეფასებით, ვიზიტი ეხმარება სტუდენტებს პროფესიის სიღრმისეულად შესწავლაში. საშუალებას აძლევს მათ, გაეცნონ საჯარო სექტორს, არსებულ გამოწვევებს და ხელს უწყობს მათ საკუთარი კარიერის
აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური კონფერენცია გახსნა, რომელიც განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებითა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით წელს მეთოთხმეტედ ჩატარდა. IBSU პირველი უნივერსიტეტია, რომელსაც რობინ დანიგანი აშშ-ს ელჩად დანიშვნის შემდეგ ეწვია. ქართველი, ამერიკელი და ევროპელი მეცნიერები კონფერენციაზე ამერიკისმცოდნეობის მულტიდისციპლინარული და ინტერსციპლინარული ხასიათის სტატიებს წარადგენენ, რომელიც მოიცავს აშშ-ს
IBSU-ს ჟურნალისტიკისა და მედიის კლუბის ორგანიზებით, ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ქეთა ციცქიშვილმა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. ინტერაქტიულ ლექციაზე ქეთა ციცქიშვილმა ვრცლად ისაუბრა მედიაში კრიმინალის გაშუქების საკითხებზე და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის – “კემპი” მე-5 ნაკადი იწყება. თუ ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი და გაინტერესებს ფინანსები, ეკონომიკა და საინვესტიციო საბანკო საქმიანობა, პროგრამა შენთვისაა. წარმატებული მონაწილეობის შემთხვევაში, შანსი გაქვს სტაჟიორის, ან შტატიანი თანამშრომლის სტატუსით, ჩვენს გუნდს შემოუერთდე. ასევე, იმ შემთხვევაში, თუკი შენი გუნდი პირველ ან მეორე ადგილზე გავა, ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის აქციების მფლობელი