- 375
- 0
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსთან დაკავშირდებით „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარიამ ბიბილაშვილმა სტუდენტებს ყალბი ინფორმაციის სახეები გააცნო და კონკურსთან დაკავშირებით მათ შეკითხვებს უპასუხა.
IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, ყაზახეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების უფროსი, კონსული, იერლან აბიშევი IBSU-ში ყაზახ სტუდენტებს შეხვდა. იერლან აბიშევი გაეცნო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს და მათ სტუდენტურ ცხოვრებას საქართველოში.
ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ინიციატივითა და ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მადლიერების დღე ტრადიციულად აღინიშნა. ღონისძიებას დაესწრნენ IBSU-ს რექტორი კახა შენგელია, აშშ-ს საელჩოს მრჩეველი საჯარო დიპლომატიის დარგში, ალექსანდერ დანიელსი, ამერიკელი ფულბრაიტელი მკვლევრები, პროგრამის სტუდენტები, ლექტორები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები. სუფრა ტრადიციულად აერთიანებდა სტუდენტების მიერ მომზადებულ ქართულ და ამერიკულ კერძებს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. კახა შენგელია უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა დრეზდენის უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. კეტრინ სალჩერტს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, იულიანა ტეპეს და კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის ფაკულტეტის პროფესორს, მარიო ნოუგებაუერს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბოლო 5 წლის მანძილზე მჭიდროდ თანამშრომლობს დრეზდენის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორმა, ნიკა ჩიტაძემ მონაწილეობა მიიღო ავსტრიაში ამავე ქვეყნის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ ორგანიზებულ ორ ღონისძიებაში. პირველი ღონისძიება, რომელსაც ვენამ უმასპინძლა მოიცავდა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული სტაბილურობის შემსწავლელი ჯგუფის (RSSC SG) მე-3 შეხვედრას და სახელმძღვანელო წიგნის პროექტის „ადამიანის უსაფრთხოების საფრთხეებისა და რისკების წინააღმდეგ მდგრადობის გაზრდა: საუკეთესო პრაქტიკიდან სტრატეგიებამდე“ განხილვას. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში,