- 274
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. კახა შენგელია უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა დრეზდენის უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. კეტრინ სალჩერტს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, იულიანა ტეპეს და კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის ფაკულტეტის პროფესორს, მარიო ნოუგებაუერს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბოლო 5 წლის მანძილზე მჭიდროდ თანამშრომლობს დრეზდენის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორმა, ნიკა ჩიტაძემ მონაწილეობა მიიღო ავსტრიაში ამავე ქვეყნის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ ორგანიზებულ ორ ღონისძიებაში. პირველი ღონისძიება, რომელსაც ვენამ უმასპინძლა მოიცავდა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული სტაბილურობის შემსწავლელი ჯგუფის (RSSC SG) მე-3 შეხვედრას და სახელმძღვანელო წიგნის პროექტის „ადამიანის უსაფრთხოების საფრთხეებისა და რისკების წინააღმდეგ მდგრადობის გაზრდა: საუკეთესო პრაქტიკიდან სტრატეგიებამდე“ განხილვას. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში,
გაიცანით IBSU-ს სტუდენტი ლიკა ასაშვილი, რომელიც პარიზში, საერთაშორისო ბიზნეს სკოლაში (ISG) გაცვლითი პროგრამით სწავლობს. “მე ლიკა ვარ, IBSU-ს მეოთხე კურსის სტუდენტი. ამჟამად გაცვლითი პროგრამით ვიმყოფები პარიზში, საერთაშორისო ბიზნეს სკოლაში (ISG), სადაც ვსწავლობ საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტს. ეს არის შესაძლებლობა, რომლის შედეგადაც შევხვდი უამრავ სტუდენტს სხვადასხვა ქვეყნიდან და მივიღე დაუვიწყარი გამოცდილება. გამომდინარე იქიდან, რომ IBSU არის ადგილი,
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახა შენგელია იმყოფება გერმანიის ქალაქ ცვიკაუში ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის „მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება“ ოფიციალურ გახსნის საზეიმო ცერემონიაზე პარტნიორ უნივერსიტეტების რექტორებთან და სხვა სტუმრებთან ერთად. ცერემონიაში მონაწილეობას იღებენ ასევე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით კონსულტანტი, მაკა ნასრაშვილი და IDEA საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელი, პროფ. მარინა რაზმაძე. მიმდინარე წელს IBSU-ს სრულიად ახალი საერთაშორისო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პიარისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი თამარ შოშიაშვილი და მარკეტერი სტუდენტები ესტუმრნენ მცხეთის #1, #2 საჯარო სკოლებს და საგურამოს საჯარო სკოლას. შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეებმა IBSU-ს საგანმანათლებლო პროგრამებისა და შეთავაზებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს შეუერთდა. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მისიაა მდგრადი მიდგომების სტიმულირებითა და ბიზნესის ჩართულობით პროგრესული მომავლის შექმნა; საქართველოში, გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მხარდაჭერა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.