- 267
- 0
ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯი ერაზმუს პლუსის მობილობის პროგრამაზე მიღებას აცხადებს. განცხადების გაგზავნა შეუძლიათ ბიზნესის სკოლისა და კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სტუდენტებს გაზაფხულის სემესტრი: თებერვალი/ივნისი/ივლისი აპლიკაციის საბოლოო ვადა: 29 ნოემბერი კონტაქტი: Iro@ibsu.edu.ge
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და კანარის კუნძულების საერთაშორისო უნივერსიტეტმა ერაზმუს პლუსის გაცვლით პროგრამასა და სტაჟირებაზე მიღება გამოაცხადეს. განცხადების გაგზავნა შეუძლიათ ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს. განცხადების გაგზავნის საბოლოო ვადა: 29 ნოემბერი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბიზნეს ანბანის პროექტის შემოდგომის სეზონის პირველ ნაკადს უმასპინძლა. ორდღიან უფასო ტრენინგს 50-მდე მოსწავლე დაესწრო. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სახალისო და საინტერესო აქტივობებთან ერთად, მეგობრულ გარემოში გაცნობოდნენ ბიზნესის სხვადასხვა სფეროებს. ტრენინგის დასასრულს მოსწავლეებმა მიღებული ცოდნის საფუძველზე ტრენერებს საკუთარი ბიზნეს გეგმებიც წარუდგინეს. ბიზნეს ანბანის პროექტის მონაწილეებს ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ღია კარის დღის ფარგლებში 174-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა თამარ შოშიაშვილმა და მარკეტერებმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს IBSU-ს საგანმანათლებლო პროგრამები და შეთავაზებები გააცნეს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი თამარ შოშიაშვილი, ბიზნესის სკოლის დეკანი ილია ბოცვაძე და მარკეტერები ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. ინტერაქტიურ შეხვედრაზე IBSU-ს წარმომადგენლებმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საგანმანათლებლო პროგრამები, გრანტები და შეთავაზებები გააცნეს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს თბილისის #208 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები ეწვივნენ. “სოციალური ქცევის” ფარგლებში, ბავშვები ბიბლიოთეკაში მოქცევის წესებს გაეცნენ.