- 138
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) ობუდას უნივერსიტეტთან (ბუდაპეშტი) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა. ობუდას უნივერსიტეტი უნგრეთში ფოკუსირებულია ინფორმატიკაზე, გამოყენებით მეცნიერებასა და ინჟინერიაზე. ასევე, გამორჩეულია აქტიური საერთაშორისო კოლაბორაციით, ერაზმუს + პროგრამებითა და საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით.
IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა უმასპინძლა კორეის ტექნოლოგიებისა და კულტურის ინსტიტუტის წარმომადგენელს, პროფესორ სუნგდონ ჰვანგს. შეხვედრაზე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პოტენციური შესაძლებლობები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის აფილირებული პროფესორი გოგა კიკილაშვილი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „Erasmus+ Staff Mobility For Teaching“ პროგრამის ფარგლებში ლუიჯი ვანვიტელის სახელობის კამპანიას უნივერსიტეტში (იტალია) იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, ასევე ქართული და იტალიური უნივერსიტეტების, სახელმწიფო დაწესებულებების და პროფესიული გაერთიანებების მონაწილეობით ერთობლივი აქტივობების ინიციირება და მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება. სამუშაო
პროექტის ,,შიდა ქართლის ხმა” ფარგლებში, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები და ფასილიტატორები, ციცი ჯანგიძე და ნინო შონია საველე ვიზიტით გორის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. პროექტი IBSU-ს კვლევის ხელშეწყობისა და პროექტების მართვის სამსახურის მიერაა დაფინანსებული.