• IBSU-მ პირველკურსელებისთვის საორიენტაციო შეხვედრები გამართა

    IBSU-მ პირველკურსელებისთვის საორიენტაციო შეხვედრები გამართა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელებისთვის საორიენტაციო შეხვედრები გაიმართა. სკოლების დეკანებმა, დეკანების მოადგილეებმა და პროგრამის ხელმძღვანელებმა სტუდენტებისთვის პრეზენტაციები ჩაატარეს და დეტალურად გააცნეს სასწავლო პროცესის ძირითადი კომპონენტები და რეგულაციები. პირველკურსელები გაეცნენ შეფასების სისტემას, სტუდენტური ბაზისა და ელექტრონული პორტალის მოხმარების წესებს.

  • IBSU-ს ბიზნესის სკოლამ აკადემიურ პერსონალთან საორიენტაციო შეხვედრა გამართა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლებმა ტრადიციული საორიენტაციო შეხვედრა გამართეს სკოლის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან. შეხვედრა ემსახურებოდა 2023/2024 შემოდგომის სემესტრის სალექციო პროცესთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ლექტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებას. შეხვედრაზე შემდეგი საკითხები განიხილეს: პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია; აკადემიური კალენდარი; სალექციო პროცესი; სტუდეტთა შეფასება; კრედიტების აღიარება; საგამოცდო პროცესი: სტუდენტებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია; აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეფასება;

  • IBSU-ს ბიზნესის სკოლამ აკადემიურ პერსონალთან საორიენტაციო შეხვედრა გამართა

    IBSU-ს ბიზნესის სკოლამ აკადემიურ პერსონალთან საორიენტაციო შეხვედრა გამართა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლებმა ტრადიციული საორიენტაციო შეხვედრა გამართეს სკოლის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან. შეხვედრა ემსახურებოდა 2023/2024 შემოდგომის სემესტრის სალექციო პროცესთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ლექტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებას. შეხვედრაზე შემდეგი საკითხები განიხილეს: პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია; აკადემიური კალენდარი; სალექციო პროცესი; სტუდეტთა შეფასება; კრედიტების აღიარება; საგამოცდო პროცესი: სტუდენტებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია; აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეფასება;

  • IBSU-ს სტუდენტებმა AUF-ის პროექტში გაიმარჯვეს

    IBSU-ს სტუდენტებმა AUF-ის პროექტში გაიმარჯვეს

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, თაკო უტიაშვილმა და ელენე წულაიამ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ გამოცხადებულ პროექტში გაიმარჯვეს. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია პოდგორიცაში, მონტენეგროს უნივერსიტეტში გაიმართა. 70-ზე მეტ სტუდენტს 18 ქვეყნიდან შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მონტენეგროს უნივერსიტეტის პროგრამებსა და პროექტებს.

  • ბრნოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინფორმატიკის დოქტორანტი IBSU-ს ეწვია

    ბრნოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინფორმატიკის დოქტორანტი IBSU-ს ეწვია

    ბრნოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინფორმატიკის დოქტორანტი, ლუკა ვაცლავიკი კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში IBSU-ს ეწვია. ორკვირიანი პროგრამის ფარგლებში, ლუკა ვაცლავიკმა IBSU-ს ბიზნესის სკოლის ლექტორებს წარუდგინა დისერტაცია სახელწოდებით “ეკონომიკა და კიბერუსაფრთხოება,” რომელსაც ხელმძღვანელობდა IBSU-ს მოწვეული ლექტორი, ირინა ფარცვანია. ლუკა ვაცლავიკის ვიზიტი IBSU-სა და ჩეხეთში ბრნოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთშეთანხმების ფარგლებში შედგა.    

  • პროფ. დალი ოსეფაშვილმა სოციალურ მეცნიერებათა მე-6 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

    IBSU-ს „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა პროფ. დალი ოსეფაშვილმა ბერლინში გამართულ სოციალურ მეცნიერებათა მე-6 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. მან კონფერენციაზე წარადგინა მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, სახელწოდებით – „სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის მიღების წყარო: ახალგაზრდების დამოკიდებულებები (საქართველოს მაგალითი)“.

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES