[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-მ მონაწილეობა  მიიღო საუნივერსიტეტო პარტნიორობის მშენებლობის პროგრამაში

08.06.2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მონაწილეობა  მიიღო ორდღიან საუნივერსიტეტო პარტნიორობის მშენებლობის პროგრამაში, რომელიც ორგანიზებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიის სექციისა და აზერბაიჯანის მიერ. პროგრამა ხელს უწყობს უმაღლესი განათლების შესაძლებლობას და ინტერნაციონალიზაციის პროცესს სამხრეთ კავკასიაში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით შეხვედრას ბაქოში ესწრებოდა საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის თანამშრომელი ნათია მაღალაშვილი.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს ხუთი უნივერსიტეტი:

  • ADA უნივერსიტეტი;
  • აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი;
  • ფრანგულ-აზერბაიჯანის უნივერსიტეტი;
  • აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობისა და მრეწველობის უნივერსიტეტი;
  • აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკის უნივერსიტეტი.