სიახლეები
- 23/12/2021
IBSU-ში ვებინარი პერსონალურ ბრენდინგზე ჩატარდა
IBSU-ს თვითმმართველობის საერთაშორისო სტუდენტთა დეპარტამენტმა 21 დეკემბერს გამართა ვებინარი პერსონალური ბრენდის ფორმულაზე. ვებინარი ჩაატარა პერსონალური ბრენდინგის სპეციალისტმა ნინო წითლანაძემ.
ნინო წითლანაძემ ვებინარზე ისაუბრა პერსონალური ბრენდის შექმნის 5 გზაზე, შემდგომ სწორი კარიერული გადაწყვეტილებების მიღებაზე, შემოსავლის გაზრდაზე, საუკეთესო კარიერისა და ბედნიერი ცხოვრების შექმნაზე.
სპიკერის შესახებ: ნინო წითლანაძის არის საკონსულტაციო კომპანიის დამფუძნებელი. 15 წელია მუშაობს კომუნიკაციებსა და კრეატიულ ინდუსტრიებში. არის ასისტენტ-პროფესორი და სტუდენტური პრაქტიკის ხელმძღვანელი კომუნიკაციისა და მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტში, Alterbridge-ში. ასევე, არის მოწვეული ლექტორი GIPA-ში (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი), საქართველოს უნივერსიტეტში და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ნინო წითლანაძის არის Creative Industries Platform-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი , PR ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი და ტრენერთა ასოციაციის ასოცირებული წევრი.