IBSU-ში ვებინარი პერსონალურ ბრენდინგზე ჩატარდა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

IBSU-ში ვებინარი პერსონალურ ბრენდინგზე ჩატარდა

23.12.2021

IBSU-ს თვითმმართველობის საერთაშორისო სტუდენტთა დეპარტამენტმა 21 დეკემბერს გამართა ვებინარი პერსონალური ბრენდის ფორმულაზე. ვებინარი ჩაატარა პერსონალური ბრენდინგის სპეციალისტმა ნინო წითლანაძემ.

ნინო წითლანაძემ ვებინარზე ისაუბრა პერსონალური ბრენდის შექმნის 5 გზაზე, შემდგომ სწორი კარიერული გადაწყვეტილებების მიღებაზე, შემოსავლის გაზრდაზე, საუკეთესო კარიერისა და ბედნიერი ცხოვრების შექმნაზე.

სპიკერის შესახებ:  ნინო წითლანაძის არის საკონსულტაციო კომპანიის დამფუძნებელი.  15 წელია მუშაობს კომუნიკაციებსა და კრეატიულ ინდუსტრიებში. არის ასისტენტ-პროფესორი და სტუდენტური პრაქტიკის ხელმძღვანელი კომუნიკაციისა და მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტში, Alterbridge-ში. ასევე, არის მოწვეული ლექტორი GIPA-ში (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი), საქართველოს უნივერსიტეტში და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ნინო წითლანაძის არის Creative Industries Platform-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი , PR ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი და ტრენერთა ასოციაციის ასოცირებული წევრი.