შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ავტორიზაციისთვის მომზადება დაიწყო - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ავტორიზაციისთვის მომზადება დაიწყო

15.02.2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ავტორიზაციისთვის მომზადება დაიწყო.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციული, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები  განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გამართული საინფორმაციო შეხვედრის დროს  განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს გააცნეს  ინფორმაცია ავტორიზაციის სტანდარტებთან, თვითშეფასებასა და ავტორიზაციისთვის მომზადების რეკომენდებულ პროცესთან დაკავშირებით.

„აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანია, რათა ყველა დაინტერესებული მხარის მიერ სრულად მოხდეს გააზრება ავტორიზაციის სტანდარტების, პროცესების, წარმოდგენილი მტკიცებულებების/დადასტურებების მნიშვნელობისა და მომზადების პროცესის შესახებ. ასევე, თანამშრომლებმა და სტუდენტებმა შესაბამისად შეაფასონ საკუთარი როლი და მნიშვნელობა, რათა აქტიურად იყვნენ ჩართულნი და მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის განვითარების და ავტორიზაციის თვითშეფასების ანგარიშის მომზადების პროცესში.“- განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორმა ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, ნინო ჯოჯუამ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა შემდეგი ავტორიზაცია 2024 წელს უნდა გაიაროს.