[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ProActive Group Georgia-ს დამფუძნებლის მასტერკლასი IBSU-ს სტუდენტებისთვის

20.03.2024

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ProActive Group Georgia-ის ორგანიზებით ჩატარდა მასტერკლასი: “ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის.“

შეხვედრას უძღვებოდა გიორგი აგირბაია – ProActive Group Georgia -ს დამფუძნებელი.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა შეიტყვეს ევროპულ და ამერიკულ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვის გზებზე და შესაძლებლობებზე; გაეცნენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ მიმდინარე პროექტებს; მიიღეს რჩევები ეფექტური CV-სა და სამოტივაციო წერილის შესაქმნელად.