[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

იბსუ-ს ბიდგონსკის  მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის(პოლონეთი)  პროფესორები სტუმრობენ

22.09.2021

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბიდგონსკის  მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის(პოლონეთი)  ტელეკომუნიკაციისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორები სტუმრობენ.

ბიდგონსკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის  ტელეკომუნიკაციისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბეატა ანა მარცინიაკი და პროფესორი ტომაშ მარცინიაკი თბილისში ერასმუს+პერსონალის მობილობის პროექტის ფარგლებში იმყოფებიან.

პოლონელი პროფესორები შეხვდნენ იბსუ-ს რექტორს საფფეთ ბაირაქთუთანს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, იბსუ-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმომადგებლებს, მოინახულეს შავი ზღვის საერთაშოირსო უნივერსიტეტის ბიბლიოთკა და იბსუ-ს წარმომადგებლებთან გაცვალეს იდეები მომავალი თანამშრომლობითვის.

ბიდგოსკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (UTP) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორია 2017 წლიდან. უნივერსიტეტები თანამშრომლობენ  სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამებით და ახორციელებენ ერთობლივ პროექტებს სხვადასხვა მიმართუებით.  ამჟამად, იბსუ-ს არქიტექტურის პროგრამის ერთი  სტუდენტი სწავლობს UTP– ში.