ყოველწლიურ სასკოლო ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ყოველწლიურ სასკოლო ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ყოველწლიურ სასკოლო ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო.

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებს. სასკოლო ოლიმპიადა გაიმართება ტექნიკურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებში. ტექნიკური მიმართულება მოიცავს ტესტირებას 3 საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და მათემატიკა, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულება მოიცავს, ასევე, 3 საგანს: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ისტორია.

ოლიმპიადა ჩატარდება ონლაინ, 26 თებერვალს. ოლიმპიადაზე პირველი, მეორე და მესამე საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები მიიღებენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის შიდა გრანტს. ოლიმპიადაში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ  რეგისტრაცია ლინკზე: ibsuolympiad

IBSU  სასკოლო ოლიმპიადას ყოველწლიურად ატარებს და აბიტურიენტებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი თავი გამოცადონ ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე.