სამაგისტრო და სადოქტორო სკოლაში პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
23.08.2021შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სწავლის უფლების მოპოვების მიზნით, მაგისტრანტობის/დოქტორანტობის კანდიდატებისათვის რეგისტრაცია დაიწყო.
როგორია სამაგისტრო და სადოქტორო სკოლაში მიღების პროცედურები და პირობები?
კითხვებს სკოლის დირექტორი ილიას უსთუნიერი პასუხობს:
– რა შეღავათებით სარგებლობენ კანდიდატები?
– ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის მაგისტრატურაში სწავლა ერთი წელი 2500 ლარი ღირს, ხოლო დოქტორანტებისთვის მოქმედებს 25-% -იანი ფასდაკლება. რაც შეეხება სხვა უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთვარებულებს, სამაგისტრო პროგრამებზე მათ შეუძლიათ მიიღონ 20%-იანი ფასდაკლება, თუ 7 სექტემბრის ჩათვლით გაივლიან რეგისტრაციას ბმულზე.
– რა საბუთები უნდა წარმოადგინონ კანდიდატებმა?
- აპლიკაციის ფორმა (იხ. ფაილი) (აპლიკაციის ფორმა უნდა ჩამოტვირთოთ, შეავსოთ და სხვა საბუთებთან ერთად წარმოადგინოთ);
- პასპორტის ასლი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში პირადობის მოწმობის ასლი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი,ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესამაბისი ხარისხის მინიჭების შესახებ; უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
- დიპლომის დანართი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ნიშნების ფურცელის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- საერთო სამაგისტრო საგამოცდო ბარათის ასლი (მაგისტრანტობის აპლიკანტებისათვის)
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ორი ფოტოსურათი, ელ. ვერსიასთან ერთად (CD);
- რეზიუმე(CV) ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- საკვლევი თემის გეგმა (Research Proposal) – (მხოლოდ დოქტორანტობის კანდიდატებისათვის).
სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა ზემოთ ჩამოთვლილი საბუთები (მითითებული დოკუმენტები ნოტარიულად დამოწმებული) უნდა გადმოაგზავნოთ სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის მეილზე: graduateschool@ibsu.edu.ge Subject-ში მიუთითეთ პროგრამა, რომელ პროგრამაზეც აპირებთ სწავლის გაგრძელებას. არასრულად გადმოგზავნილი დოკუმენტები არ განიხილება! (უნივერსიტეტში ამობეჭდილი სახით დოკუმენტების მოტანა არ არის საჭირო)
– როგორ და როდის ჩატარდება მაგისტრატურაზე მისაღები გამოცდები?
სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდების საკითხები გამოქვეყნებულია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე, (საკითხები ნახეთ აქ). რაც შეეხება სადოქტორო პროგრამებზე მიღების პირობას, სადოქტორო პროგრამებზე კანდიდატების მიღება ხდება ინგლისური ენის გამოცდის (საჭიროების მიხედვით) და გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებაზე კანდიდატმა პრეზენტაციის სახით უნდა წარმოადგინოს საკვლევი თემის გეგმა (Research Proposal) კომისიის წინაშე.
სამაგისტრო მისაღები გამოცდები ჩატარდება 14-16 სექტემბერს. გასაუბრება სადოქტორო პროგრამის აპლიკანტებისთვის ჩატარდება 17-22 სექტემბერს. სხვა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კანდიდატები უნდა დაუკავშირდნენ სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის ადმინისტრაციული და აკადემიური საკითხების კოორდინატორს ქ-ნ მარიამ კუჭავას – ტელ: (+995 32) 2595005/06/07 (151), მობ: 5 95 27 70 70 ; E-mail: mkuchava@ibsu.edu.ge;graduateschool@ibsu.edu.ge