არქიტექტურა (ინგლისურენოვანი)
პროგრამის მიზანი
საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს აუცილებელი თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური არქიტექტორის მომზადებას. პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტთა სტაჟირებას სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში, რაც აძლევს მათ შესაძლებლობას ჩაერთონ პრაქტიკულ, შემოქმედებით და ადმინისტრაციულ პროცესებში და შეიძინონ პროფესიული გამოცდილება.
სწავლის შედეგები
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია არქიტექტორის პროფესიისათვის აუცილებელი საფუძვლიანი თეორიული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი არქიტექტურის ბაკალავრის მომზადება და სტუდენტთა უზრუნველყოფა პრაქტიკული გამოცდილებით სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში.
აკადემიურ და ადმინისტრაციულ ასპექტებზე იმუშავა პროგრამის კოორდინატორმა პროგრამაში ჩართული ლექტორ-მასწავლებლების, მათ შორის რამოდენიმე ევროპული არქიტექტურული სკოლის პროფესორისა და პოტენციური დამსაქმებლების აზრისა და რჩევების გათვალისწინებით.
დასაქმება
საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმები იძლევა პროგრამის განვითარების პერსპექტივას. სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა დააკვირდნენ პრაქტიკულ, შემოქმედებით და ადმინისტრაციულ პროცესს, ჩაერთონ მასში და მიიღონ პროფესიული საქმიანობის ორგანიზების გამოცდილება.
პროგრამაზე მიღება
საქართველოს კანონმდებობის თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სავალდებულოა ქართული ენის და ინგლისური ენის ჩაბარება. არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამაზე მისაღებად მესამე არჩევითი საგანი შეიძლება იყოს მათემატიკა ან ფიზიკა. ინგლისური ენის მინიმალური კომპეტენციის დონე: 50%+1.
პროგრამაზე ჩარიცხვისთვის საჭიროა შემოქმედებითი ტურის გავლა.
შემოქმედებითი ტური იქნება 2 ეტაპიანი: პორტფოლიოს წარდგენა (გადმოგზავნა/ატვირთვა) და შემოქმედებითი ინტერვიუ (გასაუბრება).
ეტაპი 1: პორტფოლიოს წარდგენა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემოქმედებითი პორტფოლიო, რომელიც შეიძლება მოიცავდეს:
ეტაპი 2: შემოქმედებითი ინტერვიუ. პორტფოლიოს საფუძველზე შერჩეული კანდიდატები გაივლიან 15-20 წუთიან გასაუბრებას ჟიურისთან, რომელიც მოიცავს:
შეფასების სისტემა:
ჩატარების თარიღები:
შემოქმედებითი ინტერვიუები ჩატარდება 24, 25 და 26 ივნისს.
პორტფოლიოების მიღების ბოლო ვადა არის 21 ივნისი.
სწავლის საფასური
ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 5990 ლარი
ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულებისთვის: 4900 აშშ დოლარი, გრანტი 1000 დოლარამდე
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: არქიტექტურის ბაკალავრი
სწავლების ენა: ინგლისური
პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 240 ECTS
მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ. შიდა მობილობა ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.ibsu.edu.ge). გარე მობილობა ხორციელდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: www.eqe.ge).
საერთაშორისო აპლიკანტების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://ibsu.edu.ge/iro/admission/ ).
კონტაქტი
პროგრამის ხელმძღვანელი: გიორგი ცუცქირიძე
ელ–ფოსტა: giorgi.tsutskiridze@ibsu.edu.ge
ტელ: + 995 322 800 064
ოთახი: A310