- 09/11/2017
3 ნოემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციების “ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა” და “ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს” ერთობლივი ორგანიზებით, პროექტის “წარმატების გზამკვლევი: ეკონომიკური თავისუფლების გაკვეთილის მეოთხე ლექცია გაიმართა.მომხსენებელი იყო “ახალი რკონომიკური სკოლა საქართველოს”მკვლევარი გიორგი ჩხიკვაძე.მომხსენებელმა ისაუბრა თემაზე: “კერძო საკუთრების მნიშვნელობა ილიას მიხედვით.
მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტების აღდგენითი შუალედური გამოცდა ჩატარდება 13 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით.
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის -გაცვლითი პროგრამების კოორდინატორმა მარია არქანიამ სტუდენტებს გააცნო ამ სემესტრში წარმოდგენილი პარტნიორი უნივერსიტეტების ჩამონათვალი. შეხვედრის განმავლობაში სტუდენტები აქტიურად სვამდნენ კითხვებს მათთვის სასურველ უნივერსიტეტში არსებულ პირობებზე , ასევე განხილულ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია -კრიტერიუმები, რის საფუძველზეც ხდება სტუდენდტთა შერჩევა , მოთხოვნები , რომლებიც თითოეულ პარტნიორ უნივერსიტეტს აქვს ინდივიდუალური . ასევე სტუდენტების მხრიდან ინიციატივის ფარგლებში
სამშაბათს, 7 ნოემბერს, 12:00 საათზე უმსხვილესი ჰიპერმარკეტების ქსელი “კარფური” გამართავს შეხვედრას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. შეხვედრაზე საუბარი იქნება არსებულ ვაკანსიებზე, რომელსაც “კარფური” სთავაზობს სტუდენტებს. შეხვედრა გაიმართება საკონფერენციო დარბაზში.
25 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციების “ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა” და “ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს” ერთობლივი ორგანიზებით, პროექტის “წარმატების გზამკვლევი:კონომიკური თავისუფლების გაკვეთილის მესამე ლექცია გაიმართა.მომხსენებელი იყო “ახალი რკონომიკური სკოლა საქართველოს”მკვლევარი გიორგი ჩიქოვანი.მომხსენებელმა ისაუბრა თემაზე: კერძო საკუთრება და ეკონომიკური განვითარება”
2017 წლის, 24 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა ნიდერლანდური დელეგაცია კომპანიიებიდან ‘fronteer’ და “orangina”, ეკონომიკის მიმართულებების სტუდენტებმა წარადგინეს მარკეტინგული პროექტის შედეგები . პროექტმა მიიღო მაღალი შეფასებები და მონაწილეებმა-სერტიფიკატები.
25 ოქტომბერს საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორმა ივანნა მაჩიტიძემ საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებთან საორიენტაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მიმდინარე სასწავლო პროცესის გარდა საუბარი შეეხო სამაგისტრო ნაშრომის მომზადების შესახებ ზოგად წესებს. სტუდენტემბა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და რა პროცედურები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ წარმატებით დაიცვან მაგისტრის ხარისხი.
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის თანამშრომელი ქეთევან ჩახავა კვალიფიკაციის ამაღლების და სამუშაო გამოცდილების მიღების მიზნით 2 თვით იმყოფება ევროპარლამენტში, ბრიუსელში, ბელგიაში. ის მუშაობს ევროპის სახალხო პარტიის – EPP-ის ჯგუფში და ასევე საქართველო-ევროკავშირის მეგობრობის ჯგუფში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
18 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციების “ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა” და “ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს” ერთობლივი ორგანიზებით, პროექტის “წარმატების გზამკვლევი: ეკონომიკური თავისუფლების გაკვეთილის” მეორე ლექცია გაიმართა. დღევანდელი მომხსენებელი იყო “ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე, მომხსენებელმა ისაუბრა თემაზე: საქართველოს შედეგები კვლევაში „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში-2017“.
თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2
+995 322 800 064
info@ibsu.edu.ge
ორშ-პარ: 9:00-18:00