- 26/10/2017
25 ოქტომბერს საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორმა ივანნა მაჩიტიძემ საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებთან საორიენტაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მიმდინარე სასწავლო პროცესის გარდა საუბარი შეეხო სამაგისტრო ნაშრომის მომზადების შესახებ ზოგად წესებს. სტუდენტემბა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და რა პროცედურები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ წარმატებით დაიცვან მაგისტრის ხარისხი.
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის თანამშრომელი ქეთევან ჩახავა კვალიფიკაციის ამაღლების და სამუშაო გამოცდილების მიღების მიზნით 2 თვით იმყოფება ევროპარლამენტში, ბრიუსელში, ბელგიაში. ის მუშაობს ევროპის სახალხო პარტიის – EPP-ის ჯგუფში და ასევე საქართველო-ევროკავშირის მეგობრობის ჯგუფში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
18 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციების “ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა” და “ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს” ერთობლივი ორგანიზებით, პროექტის “წარმატების გზამკვლევი: ეკონომიკური თავისუფლების გაკვეთილის” მეორე ლექცია გაიმართა. დღევანდელი მომხსენებელი იყო “ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე, მომხსენებელმა ისაუბრა თემაზე: საქართველოს შედეგები კვლევაში „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში-2017“.
13 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციების “ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა” და “ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს” ერთობლივი ორგანიზებით, პროექტის “წარმატების გზამკვლევი: ეკონომიკური თავისუფლების გაკვეთილის” პირველი ლექცია გაიმართა. პროექტის პირველი მომხსენებელი იყო ანალიტიკოსი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, როს მარჩანდი. მომხსენებელმა ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებაზე მარეგულირებელ რეფორმასთან დაკავშირებით. ასევე, გაკეთდება შედარება საქართველოსთან. თუ რა შეუძლიათ საქართველოსა და აშშ-ს
20 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ახალგაზრდა ეკონომისტთა კლუბის ორგანიზებითა და ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელშეწყობით, ჩატარდა საჯარო ლექცია-დისკუსია თემაზე “ძირითადი აქტივების ლიკვიდობა და მასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები”. ლექციას გაუძღვა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ვანო ჩხაიძე. დისკუსიისას დაისვა მრავალი პრობლემა და გადაჭრის გზები.
13 ოქტომბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტები, რომლებიც გადიან ჟურნალის წარმოების კურსს, სტუმრად იმყოფებოდნენ პანკისის ხეობაში. სტუდენტები ადგილობრივ ქალთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ და საბჭოს დანიშნულებაზე და როლზე ისაუბრეს. მორიგი შეხვედრა პანკისის ხეობის მოსწავლეებთან გაიმართა, სადაც საუბარი შეეხო ახალგაზრდების სამომავლო გეგმებსა და ამჟამინდელ მდგომარეობას, რა გამოწვევებისა და პრობლემების გამკლავება უწევთ მოსწავლეებს. აღნიშნული
15 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტები საგან „სოციალური საკითხების გაშუქების“ პედაგოგის ოლიკო ცისკარიშვილის ხელმძღვანელობით დაბა სტეფანწმინდაში ჟურნალისტურ ექსპედიციაში იმყოფებოდნენ. სტუდენტებმა მოინახულეს ჟინვალჰესი, სადაც გაეცნენ ჟინვალჰესის აშენების ისტორიას, მიიღეს ინფორმაცია ზოგადად რა შედეგებს იძლევა ჰესების მშენებლობა, რა გავლენას ახდენს ეკოლოგიასა და გარემოზე, კლიმატურ ცვლილებებზე. ექსპედიციის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს დათვის ჯვრის
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ახორციელებს დაფინანსების ან თანადაფინანსების პროგრამას საერთაშორისო კვლევით პროექტებში ფაკულტეტის მეორე და მესამე (მაგისტრატურის და დოქტორანტურის) საფეხურის სტუდენტებისთვის. პროექტის მიზანია სტუდენტების კვლევით პროექტებში ჩართულობის და ეფექტიანი კვლევითი საქმიანობის ხელშექყობა. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს წახალისდეს სტუდენტთა ჩართულობა საერთაშორისო კვლევით პროექტებში, პრაქტიკული კვლევითი უნარების განვითარება და და სამეცნიერო აქტივობის ინტენსივობისა და ხარისხის გაზრდა, ფაკუტლეტის მაგისტრანტი
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი პერიოდულად ახორციელებს სტუდენტების დაფინანსების ან თანადაფინანსების პროგრამას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ღონისძიებებში. პროექტის მიზანია წახალისდეს სტუდენტთა ჩართულობა საერთაშორისო სასწავლო და კვლევით პროექტებში, ასევე პრაქტიკული უნარების განმავითარებელ პროექტებსა და სხვა დამატებით ღონისძიებებში. სასურველი პროექტისთვის დაფინანსების ან თანადაფინანსების მისაღებად სტუდენტმა უნდა მიმართოს დეკანატს და წარმოადგინოს ფაკულტეტის დეკანის სახელზე დაწერილი განცხადება (იხ. განცხადების ზოგადი ფორმა). ფაკულტეტის
თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2
+995 322 800 064
info@ibsu.edu.ge
ორშ-პარ: 9:00-18:00