- 22/01/2017
ყურადღება! გთხოვთ იხილოთ ფინალური გამოცდების ცხრილი იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე გამოცდა ერთმანეთს ემთხვევა, გთხოვთ აცნობოთ საგამოცდო ცენტრს არაუგვიანეს 12 დეკემბრისა (A307).
ყურადღება! განისაზღვრა შიდა მობილობის ვადები 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის: 10.01.2017- 12.01.2017 ფაკულტეტის / პროგრამის შეცვლის მსურველის განცხადების რეგისტრაცია; 13.01. 2017 – 27.01.2017 კრედიტების აღიარება და ჩასარიცხ პირთა შესახებ გადაწყვეტილების მომზადება; 30.01.2017 – 6.02.2017 უნივერსიტეტსა და მობილობაში მონაწილე სტუდენტს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმება.
ყურადღება! დამატებითი გამოცდების ცხრილი ატვირთულია “ცხრილის” ველში!
16 დეკემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით ევროკავშირის ელჩმა სქართველოში, იანოშ ჰერმანმა გამართა საჯარო ლექცია თემაზე „გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“. აღნიშნული შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო იყო ვიზალიბერალიზაციის პროცესში წინგადადგმული ნაბიჯების ფონზე. ბატონმა იანოშმა ისაუბრა ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა საქართველოში არსებული დაბრკოლებები ევროინტეგრაციის პროცესში და ამ დაბრკოლებების გადალახვის გზები. განხილული იყო სხვადასხვა საკითხები, რომლებიც ჩვენს