სიახლეები - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  • ტურიზმის პროგრამების ხელმძღვანელი კონფერენციას “ტურიზმი და განათლება” დაესწრო
    • 07/07/2025

    ტურიზმის პროგრამების ხელმძღვანელი კონფერენციას “ტურიზმი და განათლება” დაესწრო

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელმა, აფილირებულმა პროფესორმა ეკა დევიძემ მონაწილეობა მიიღო მეხუთე ყოველწლიურ კონფერენციაში “ტურიზმი და განათლება”, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს ტურიზმის ასოციაციის მიერ (ღონისძიების მხარდამჭერი: პროფესიული უნარების სააგენტო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, GIZ). ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში ადამიანური რესურსის განვითარებისათვის, კონფერენციამ ერთ პლატფორმად გააერთიანა სამი მიმართულება: კერძო სექტორი (ტურიზმი),

  • IBSU-ს პროფესორების ავტორობით გამოიცა სახელმძღვანელო “Tourism Case Studies in the Milieu of Georgia”
    • 07/07/2025

    IBSU-ს პროფესორების ავტორობით გამოიცა სახელმძღვანელო “Tourism Case Studies in the Milieu of Georgia”

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელის, აფილირებული პროფესორის  ეკა დევიძის, ასოცირებული პროფესორის ლალი მიქელაძის და მოწვეული ლექტორის ნინო დევიძის ავტორობით გამოიცა სახელმძღვანელო: “Tourism Case Studies in the Milieu of Georgia.” წიგნის პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს უნივერსიტეტში, ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის მხარდაჭერით. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი, ტურისტული კომპანიის “აღმოაჩინე საქართველო” დამფუძნებელი და თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ტურიზმის საგანმანათლებლო

  • ტურიზმის პროგრამების ხელმძღვანელი Academics World-ის მრჩეველთა გუნდს შეუერთდა
    • 24/06/2025

    ტურიზმის პროგრამების ხელმძღვანელი Academics World-ის მრჩეველთა გუნდს შეუერთდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, დოქტორი ეკა დევიძე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის Academics World მრჩეველთა გუნდს შეუერთდა. Academics World ხელს უწყობს ერთიან პლატფორმაზე ინჟინერიისა და ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და მედიცინის სფეროში უახლესი მიღწევებისა და საკითხების განხილვას მკვლევრებსა და აკადემიკოსებს შორის.

  • Moore Abc-ის წარმომადგენლები ბიზნესის სკოლის სტუდენტებს შეხვდნენ
    • 20/06/2025

    Moore Abc-ის წარმომადგენლები ბიზნესის სკოლის სტუდენტებს შეხვდნენ

    აუდიტორული კომპანია Moore Abc-ის წარმომადგენლებმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს ზაფხულის სტაჟირების შესაძლებლობები გააცნეს. სტუდენტები შეხვდნენ დამსაქმებელს და გაეცნენ Moore Abc-ის აქტიურ ვაკანსიებს.

  • IBSU-ში ჰარვარდის ბიზნესქეისების კონკურსი 2025 ჩატარდა
    • 19/06/2025

    IBSU-ში ჰარვარდის ბიზნესქეისების კონკურსი 2025 ჩატარდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჰარვარდის ბიზნესქეისების კონკურსი 2025 ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებას და რეალური ბიზნეს აზროვნების წახალისებას. სამრაუნდიანი კონკურსის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა იმუშავეს ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მიერ შემუშავებულ რეალურ ქეისებზე და მულტიდისციპლინური ანალიზის საფუძველზე წარმოადგინეს არგუმენტირებულ და ინოვაციურ სტრატეგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტები აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიურის წინაშე. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მენტორები, წარმატებული პრაქტიკოსი სპეციალისტები, 

  • ასოცირებული პროფესორის ლალი მიქელაძის საავტორო სახელმძღვანელოს პრეზენტაცია
    • 16/06/2025

    ასოცირებული პროფესორის ლალი მიქელაძის საავტორო სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ასოცირებული პროფესორის ლალი მიქელაძის (თანაავტორი ნანა ახალაია) საავტორო სახელმძღვანელოს – ,,მდგრადი MICE (საქმიანი) ტურიზმის მენეჯმენტი” პრეზენტაცია გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელები და დამსაქმებლები. ქართულენოვანი სახელმძღვანელო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა.